ჭდე: ოჯახური ძალადობა

“ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა” – ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში

"ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა" - ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში

ოჯახური ძალადობის მძიმე ისტორია შიდა ქართლში – ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ წლებია, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ახალგაზრდა ქალის დედა ტვ პირველთან ყვება, რომ მისი შვილის ქმარი დასჯისთვის ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს, სცემს, თუმცა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, პოლიცია არ რეაგირებს. სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალზე დედამთილიც ძალადობდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ცემაში დადანაშაულებული ამ დრომდე […]

გიორგი გურგულიას მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს

გიორგი გურგულიას მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, გიორგი გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. „თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან ერთად მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა“, – განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა. ადვოკატის ინფორმაციით, […]

სარდაფში გამოკეტილმა 36 წლის ქალმა თავი მოიწამლა – რა მოხდა შინდისში

სარდაფში გამოკეტილმა 36 წლის ქალმა თავი მოიწამლა - რა მოხდა შინდისში

მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, დაკავებულია. როგორც ირკვევა, მამაკაცი 36 წლის ქალს სცემდა, სარდაფში ამწყვდევდა, აშიმშილებდა და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდებოდა. სოფელ შინდისში ამის შესახებ, როგორც ჩანს, იცოდნენ, თუმცა ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა […]

მეგობარი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის თ.ა.-ს 4 წელი მიესაჯა

მეგობარი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის თ.ა.-ს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებული თ.ა. დამნაშავედ ცნო. წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული […]

ხონში ქმარი 6 თვის ორსულ ცოლს, შურისძიების ნიადაგზე, სისტემატიურად სცემდა – მოძალადეს 5 წელი მიესაჯა

ხონში ქმარი 6 თვის ორსულ ცოლს, შურისძიების ნიადაგზე, სისტემატიურად სცემდა - მოძალადეს 5 წელი მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო. როგორც “ნიუპოსტს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე […]

ქმარმა ცოლს მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – რა მოხდა ხელვაჩაურში

ქმარმა ცოლს მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა - რა მოხდა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა […]

სიღნაღში მამამ 27 წლის შვილი სასტიკად სცემა – ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული

სიღნაღში მამამ 27 წლის შვილი სასტიკად სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მამამ შვილი სცემა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ქალია. მეზობლების ინფორმაციით, მოძალადე ფიზიკურად ცოლსაც გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი, დაზიანებებიდან გამომდინარე, თავდაპირველად წნორის არქიმედეს კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

ორსულ მეუღლეზე ძალადობისთვის გორში 1 პირი დააკავეს – ოჯახში ძალადობის ბრალდებით მარტის თვეში უკვე 11 პირია დაკავებული

ორსულ მეუღლეზე ძალადობისთვის გორში 1 პირი დააკავეს - ოჯახში ძალადობის ბრალდებით მარტის თვეში უკვე 11 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. 2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის […]

 ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია

 ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. კვლევის თანახმად, თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური – 8%; ემოციური -20; ნებისმიერ სახის – 20% ფიქსირდება. სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის – 1%; ფიზიკური – 7%; ემოციური -21% ნებისმიერ […]

საქართველოში 15.000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათ

საქართველოში 15.000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათ

საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარა. “იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა, სულ მცირე, ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის”, – ნათქვამია კვლევაში. საუბარია ძალადობის ფორმებზეც: “მათგან 37%-მა განაცხადა, რომ […]