“ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა” – ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში

"ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა" - ოჯახური ძალადობა შიდა ქართლშიოჯახური ძალადობის მძიმე ისტორია შიდა ქართლში – ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ წლებია, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.

ახალგაზრდა ქალის დედა ტვ პირველთან ყვება, რომ მისი შვილის ქმარი დასჯისთვის ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს, სცემს, თუმცა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, პოლიცია არ რეაგირებს. სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალზე დედამთილიც ძალადობდა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, ცემაში დადანაშაულებული ამ დრომდე თავისუფლია და სავარაუდო დანაშაულის განმეორების საფრთხეც დიდია.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ეჭვობს, რომ მოძალადემ პოლიციას ფული გადაუხადა.

– ჩემს შვილს ლარნაკი ფეხზე ჩაარტყა – თითი აქვს მოტეხილი. ტანსაცმლის საკიდით სცემა. ჩემს შვილს ქმართან ერთად ფიზიკურად დედამთილიც უსწორდებოდა. ეს რომ გავიგე, სიძეს და ჩემი შვილის მამამთილს ვუთხარი, გიჩივლებ-თქო. ვერაფერს გვიზამ, ჩვენ ბევრი ფული გვაქვსო. მამამთილმა სახლში მომიგდო ჩემი გოგო. ექსპერტიზაც ჩავატარე, პოლიციამ დაიჭირა მისი შვილი, თუმცა სამ დღეში გამოუშვეს, – აცხადებს სავარაუდო მსხვერპლის დედა.

ტვ პირველი