ჭდე: რუსი ტურისტი

გუდაურში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურთან ზვავი ჩამოწვა - მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე აღმოჩენილ იქნა ცხედარი. ცხედარი იდენტიფიცირებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი პროცედურები. ცნობისთვის, ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში […]

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტი, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე,აკრძალულ ზონაში, თოვლის საფარის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, გუშინ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თეთნულდის სამაშველო სამსახურმა 4 ჩეხი ტურისტი გადაარჩინა, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ორ წუთი გაგრძელდა. „ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა […]

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იპნ

  „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ – რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

  „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. რუსთავი 2

რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა – ფოტოები

რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა - ფოტოები

წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება ინტერნეტში – ეგვიპტეში რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა. ფოტოები ჰადია ჰონსი ელ საიდმა გადაიღო, როდესაც მისი ბიძის სახლის აივანზე იმყოფებოდა და ყვირილი მოესმა. ფოტოებზე ჩანს, როგორ გამოჰყავთ ახალშობილი ზღვიდან მის მამასა და უცნობ მამამაკს, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და ქალსა და ახალშობილს დახმარება გაუწია. როგორც დეილი მეილი წერს, მამაკაცი, რომელიც მშობიარობის დროს წყვილთან ერთად […]

რუსი ტურისტი ქალი ავტომობილში სტრიპტიზის დროს დაიღუპა

რუსი ტურისტი ქალი ავტომობილში სტრიპტიზის დროს დაიღუპა

რუსი ტურისტი დომინიკის რესპუბლიკაში ვიდეოგადაღების მსხვერპლი გახდა. 35 წლის ქალი ავტომობილის ფანჯარაში გაძვრა და გაშიშვლებული ეროტიული ვიდეოს გადაღებას ცდილობდა. რომლის დროსაც ის თავით საგზაო ნიშანს დაეჯახა. ის მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია წერს გარდაცვლილი ტურისტი ჩელიაბინსკიდან არის, მასთან ერთად ავტომობილში მისი მეგობარი უკრაინელი ქალიც იმყოფებოდა, რომელიც ვიდეოს იღებდა. ნიუპოსტი

თბილისში რუსი ტურისტი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში რუსი ტურისტი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.თავდასხმა ტურისტზე დღეს დილით მოხდა. რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ თავს 3 ადამიანი თავს დაესხა. მამაკაცს მრავლობითი სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის თავისა და სახის არეში. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.