თბილისში რუსი ტურისტი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში რუსი ტურისტი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენთბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.თავდასხმა ტურისტზე დღეს დილით მოხდა. რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ თავს 3 ადამიანი თავს დაესხა.

მამაკაცს მრავლობითი სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის თავისა და სახის არეში. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.