ჭდე: საქსტატი

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247 ლარია – საქსტატი

კომბოსტოს ფასი 96,7%-ით გაიზარდა; ზეთის - 40,8%-ით

2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 31 ლარით გაიზარდა და 247.3 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით არის გაზრდილი. ამასთან, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 219.1 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება […]

საქართველოში 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

საქართველოში 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

საქსტატის კვლევის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 21,3% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ეს კი 794 ათას ადამიანს ნიშნავს. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 1,8%-ით გაიზარდა. ადამიანების უკიდურესი სიღარიბე ყველზე მეტად სოფლებში ჭარბობს. საქსტატის მონაცემებით, სოფლებში მაცხვრებელთა 27,5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი 17,1%-ია. უკიდურესი სიღარიბის დონე კი იმ მინიმალური საარსებო პირობების […]

საქსტატი – პირველადი პროდუქტები 13%-ით გაძვირდა

გურჯაანის ბაზარში ერთმა დამლაგებელმა მეორე სცემა - 80 წლის ქალს ფეხი აქვს მოტეხილი

ქვეყნაში ინფლაციური პროცესები გრძელდება. ექსპერტები პანდემიისა და ლარის გაუფასურების მიუხედავად, ასეთ ინფლაციას და ციფრებს არ ელოდნენ. საქსტატის მონაცემბით, წლიურმა ინფლაციის დონემ 6 პროცენტი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება პირველად და აუცილებელ პროდუქტებს, ბოლო ერთ წელიწადში 13 პროცენტით გაძვირდა. ერთ თვეში, 122 პროცენტით მოიმატა ფასმა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტ წიწიბურაზე. 46 პროცენტით გაძვირდა ხილი, 17-ით კი რძის […]

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1 423 ლარია, ქალის – 960 ლარი

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1 423 ლარია, ქალის - 960 ლარი

2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1%-ით – 110.0 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა. პირველი კვაარტლის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. • საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%); • […]

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 397 ლარია

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 397 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საარსებო მინიმუმის შესახებ განაახლა ინფორმაცია. 2020 წლის აპრილში ხუთსულიანი ოჯახისთვის ოფიციალური საარსებო მინიმუმი 397.8 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი მარტთან შედარებით 13 ლარით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი 29 ლარით არის გაზრდილი. 2019 წელთან მიმართებით ამ მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში გაზრდილ ფასებზე მეტყველებს. საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:  შრომისუნარიანი ასაკის […]

რძის პროდუქტების ფასი 14.6%-ით გაიზარდა, პურის და პურპროდუქტების – 10.8%-ით

რძის პროდუქტების  ფასი 14.6%-ით გაიზარდა, პურის და პურპროდუქტების - 10.8%-ით

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 […]

საქსტატი – სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 295 ლარია

საქსტატი – სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 295 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში, გასულ თვეებთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 185.0 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, მარტში ეს მაჩვენებელი 181.2 ლარი იყო. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით, აპრილში 3 ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 163.9 ლარს შეადგენს. საშუალო […]

“საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს

"საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს

მიმდინარე წელს “საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს “საქსტატი” მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. “საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას “საქსტატი” ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით […]

საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

საქსტატი 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს აქვეყნებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად წინა თვეებისა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი კვლავაც გაიზარდა. თუ 2019 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 179.1 ლარი იყო, ახლა ეს ციფრი 181.2 ლარია. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო მინიმუმი 176.9 ლარი იყო. საქართველოში საშუალო ოჯახს არსებობა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 304.0 […]

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3,6 პროცენტი) […]