შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247 ლარია – საქსტატი

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247 ლარია - საქსტატი2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 31 ლარით გაიზარდა და 247.3 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით არის გაზრდილი.

ამასთან, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 219.1 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელს.