ჭდე: ფულის პოვნა

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის სტუდენტი ხოსე ნუნიეს რომანიზი ამერიკული ალბუკერკედან მაისის დასაწყისში ქალაქის გმირი გახდა. სტუდენტმა ქალაქის ერთ-ერთ ბანკომატთან იპოვა პაკეტი, რომელშიც 20 და 50 დოლარიანების დასტები იდო, ჯამში 135.000 დოლარი. სტუდენტმა პოლიციაში დარეკა, მის მოსვლამდე კი პაკეტს დარაჯობდა დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაცამ გააშაყირა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ფული ნამდვილი იყო. აღმოჩნდა, რომ პაკეტი დარჩა ბანკის […]

თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვეს

თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება. ცნობისთვის, ინანიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იპნ

გერმანიაში კაცმა ნაგვის ურნაში 8 მილიონი ევრო იპოვა

გერმანიაში კაცმა ნაგვის ურნაში 8 მილიონი ევრო იპოვა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კაცმა ნაგვის ურნაში ჩემოდანი იპოვა, რომელში 8 მილიონი ევრო იყო მოთავსებული. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. კანონმორჩილი მცხობელი მაშინვე პოლიციაში წავიდა და ჩემოდანი სამართალდამცველებს გადასცა. აღმოჩნდა, რომ ფული სათამაშო იყო. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, ნამდვილი ფულის აღმოჩენის შემთხვევაში კაცს თანხის 3%-ს ანუ 240.000 ევროს გადასცემდნენ. იმედინიუსი

მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

ხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ? აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1.500 ლარი და პირადობა იდო. მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა. აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ […]