19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა19 წლის სტუდენტი ხოსე ნუნიეს რომანიზი ამერიკული ალბუკერკედან მაისის დასაწყისში ქალაქის გმირი გახდა.

სტუდენტმა ქალაქის ერთ-ერთ ბანკომატთან იპოვა პაკეტი, რომელშიც 20 და 50 დოლარიანების დასტები იდო, ჯამში 135.000 დოლარი.

სტუდენტმა პოლიციაში დარეკა, მის მოსვლამდე კი პაკეტს დარაჯობდა დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაცამ გააშაყირა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ფული ნამდვილი იყო. აღმოჩნდა, რომ პაკეტი დარჩა ბანკის კლერკს, რომელსაც ეს ფული ბანკომატში უნდა ჩაერიცხა.

7 მაისს ხოსე რომანიზს ალბუკერკეს პოლიციის აკადემიის შენობასთან გადასცეს საპატიო სიგელი და შესთავაზეს სამუშაო საპოლიციო უბანში.

სტუდენტისთვის, რომელიც სისხლის სამართალს სწავლობს და დეტექტივად გახდომაზე ოცნებობს, ეს ნამდვილი საჩუქარი გამოდგა.