მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნესხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ?
აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1.500 ლარი და პირადობა იდო.
მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა.
აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ გადავუღე:
ფარნავაზ გასვიანი
დაჩი კოპაძე
ლევან დარასელია
გიორგი აფციაური
ზვიად მაისურაძე
ერიკ ღვინჯილია
დიდი მადლობა მათ

ინფორმაცია აღებულია გოგა ჩანადირის ფეისბუქ გვერდიდან.