ჭდე: ქვემო ფონიჭალა

25 წლის ქალს, პ.გ-ს, რომელიც ავარიაში 4 ადამიანის დაღუპვისთვისაა დაკავებული, ბრალი წაუყენეს

25 წლის ქალს, პ.გ-ს, რომელიც ავარიაში 4 ადამიანის დაღუპვისთვისაა დაკავებული, ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, 25 წლის ქალს, პ.გ-ს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და […]

5 წლის ბავშვი და ქალი დაიღუპნენ – ფონიჭალაში მანქანამ ქვეითები გაიტანა – 2 ადამიანი დაშავდა

5 წლის ბავშვი და ქალი დაიღუპნენ - ფონიჭალაში მანქანამ ქვეითები გაიტანა - 2 ადამიანი დაშავდა

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულები 5 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი არიან. ადგილობრივებმა “მთავარს” უთხრეს, რომ დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის […]

ქვემო ფონიჭალაში ავარიაში 6 თვის ბავშვი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას 6 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მაგისტრალზე, კერძოდ კი ქვემო ფონიჭალაში, იქ სადაც ავტობანი მთავრდება და გადასასვლელია ძველ გზაზე. ერთმანეთს “კიას” მარკისა და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა მისი […]

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში – დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. რუსთავი 2

ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა – დაკავებულია 1 პირი – ვიდეო

ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა - დაკავებულია 1 პირი - ვიდეო

ქვემო ფონიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სამართალდამცავებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. სამართალდამცავებმა დამრღვევი მძღოლი დააჯარიმეს, მას მოუწოდეს რომ გადმოსულიყო მანქანიდან და სახლში სხვა ავტომობილით წასულიყო რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მალევე შეგროვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, პოლოციასა და მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა […]

ქვემო ფონიჭალაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ქვემო ფონიჭალაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ქვემო ფონიჭალაში ბმვ ნისანს დაეჯახა – დაშავდა 4 ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში ბმვ ნისანს დაეჯახა - დაშავდა 4 ადამიანი

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი კაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ნისან-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10 საათზე მოხდა ქვემო ფონიჭალის გზის იმ მონაკვეთზე სადაც ახლა საგზაო სამუშაები მიმდინარეობს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.