ქვემო ფონიჭალაში ბმვ ნისანს დაეჯახა – დაშავდა 4 ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში ბმვ ნისანს დაეჯახა - დაშავდა 4 ადამიანირუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი კაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ნისან-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10 საათზე მოხდა ქვემო ფონიჭალის გზის იმ მონაკვეთზე სადაც ახლა საგზაო სამუშაები მიმდინარეობს.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.