ჭდე: ხიდი

რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა – ვიდეო

რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა - ვიდეო

7 მაისს რუსთავი ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ექსკავატორი, რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა, ხიდს გამოედო და დააზიანა. ჩამონგრეულია ბეტონის ფილები და მილები, რომლებიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ავარიის დროს ბეტონის ფრაგმენტები დაბლა ჩამოიყარა. მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მან ვერ გათვალა სიმაღლე და შემთხვევით დააზიანა ხიდი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ექსკავატორი […]

მეტრო გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია – რა საფრთხე ელის მასზე მოძრავ მეტროს ვაგონებს – ვიდეო

მეტრო გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია - რა საფრთხე ელის მასზე მოძრავ მეტროს ვაგონებს - ვიდეო

შეგიმჩნევიათ, რომ მატარებლები გოცირიძისა (ყოფილი ელექტროდეპო) და დიდუბის სადგურებს შორის სხვა მონაკვეთებთან შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობენ? განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც მგზავრთა ნაკადი დიდია, „გოცირიძის“ ხიდის მონაკვეთზე ორი მატარებელი ერთდროულად გავლას ერიდება. მემანქანეები ხშირად ბაქანზე შესვლამდე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შემადგენლობის გავლას ელოდებიან. სიფრთხილეს და სიჩქარის შემცირებას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. ხიდი, რომელზეც მატარებლები მოძრაობენ დაზიანებულია. ბეტონის კონსტრუქციის […]

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა - ტრაგედიის ახალი დეტალები

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, […]

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში, მდინარე ვერეზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს მერიის დაფინანსებით კომპანია „გრუპო პუენტე” აღდგენს. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს. bm.ge-ს ცნობით, ხიდის რეაბილიტაცია 4 თვეში უნდა დასრულდეს, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია. 1 წლის წინ ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით სტუდენტებმა […]