უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათბილისში, მდინარე ვერეზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს მერიის დაფინანსებით კომპანია „გრუპო პუენტე” აღდგენს. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს.
bm.ge-ს ცნობით, ხიდის რეაბილიტაცია 4 თვეში უნდა დასრულდეს, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.

1 წლის წინ ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით სტუდენტებმა ხმების შეგროვება ელექტრონულად დაიწყეს და პეტიციაც გააკეთეს.