ჭდე: ხორვატია

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 20 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. ქალაქ პეტრინიაში დასახმარებლად ჯარი გაგზავნეს. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა. ეს იყო […]

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა. გამოცემა ალ-ჯაზირას კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა […]

ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ხორვატიაში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6.30 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ზაგრებიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უნგრეთში, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იგრძნობოდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრის გამო დედაქლაქის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რუსთავი 2

მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მანჯუკიჩს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მან თქვა რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო: ”ამ საკითხზე დიდიხანია ვფიქრობ და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. მოვიდა დრო რომ ნაკრებს დავემშვიდობო და აქცენტი საკლუბო კარიერაზე გავაკეთო”–განაცხადა მანჩუკიჩმა. შეგახსენებთ რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მანჩუკიჩი ხორვატიის ნაკრებთან ერთად […]

20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონია

20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. საფრანგეთმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგო და 20 წლის შემდეგ ისევ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ ჩემპიონს დაბადების საშუალება არ მისცა. ხორვატიის ნაკრები მე-13 გუნდი იყო, რომელიც მუნდიალის ფინალში გავიდა, მაგრამ მე-10 ჩემპიონობა არ ეწერა. პირველ ტაიმში უპირატესობას ხორვატიის ნაკრები […]

ჰარი კეინი: ”მეორე ტაიმში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ”

ჰარი კეინი: ”მეორე ტაიმში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ”

ინგლისის ნაკრების ლიდერმა ჰარი კეინმა ხორვატიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში კონტროლი დაკარგა და წაგებაც ამის ბრალია. კეინის აზრით ინგლისმა ფინალში გასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია: ”სამწუხაროდ მეორე ტაიმი ცუდად ჩავატარეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა. ხორვატიის ნაკრებს ვულოცავ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს, […]

ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს

ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს

ხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.

პირველად ისტორიაში – ხორვატია ფინალში გავიდა

პირველად ისტორიაში - ხორვატია ფინალში გავიდა

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხორვატიის და ინგლისის გუნდებს შორის. ანგარიში პირველ ტაიმში ინგლისელებმა გახსნეს. გოლი კირან ტრიპიემ გაიტანა. მეორე ნახევარში ივან პერიშიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ხორვატებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს მარიო მანჯუკიჩმა გააკეთა. საბოლოოდ ხორვატებმა დამატებით დროში 2: 1 […]

“ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას, ვაღიარებ და არ ვნანობ”- რას აცხადებს საზმაუს სპორტული კომენტატორი

"ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას, ვაღიარებ და არ ვნანობ"- რას აცხადებს საზმაუს სპორტული კომენტატორი

საზოგადეობრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი ლევან ღუდუშაური, რომლის კომენტარებმაც რუსეთი-ხორვატიას შეხვედრის დროს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აცხადებს, რომ მისი ფრაზები მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა იყო და არ ნანობს: “დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფრაზას, ზოგს მოეწონა ზოგს – არა. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა უფრო იყო. უცხო არ არის, რომ ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ […]

ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

სოჭში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი რუსეთსა და ხორვატიას შორის. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროშიც მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა. პენალტების სერია უფრო ზუსტად ხორვატებმა დაარტყეს და გაიმარჯვეს. ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები ინგლისს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელგია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.