ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ხორვატიაში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6.30 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ზაგრებიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უნგრეთში, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იგრძნობოდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრის გამო დედაქლაქის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

რუსთავი 2