ჭდე: აშშ

2019 წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება

ახალი პროექტის ფარგლებში მომავალ წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება. შედეგად, ქართული ღვინო ამერიკის 10-ზე მეტ შტატში გაიყიდება. პროექტის ფარგლებში 3 მილიონ დოლარამდე დაფინანსება „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანია „გლობალ ბრენდმა“ მიიღო. საუბარია პროექტ Lost Eden-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი რაოდენობით შეტანასა და რეალიზებას. გამოყოფილი თანხით „საპარტნიორო ფონდის“ […]

10 ინფორმაცია, რაც მწვანე ბარათის შევსებამდე უნდა იცოდეთ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე „მწვანე ბარათის“ შევსების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში 10 საყურადღებო ინფორმაციაა ჩამოთვლილი. „1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე; 2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე; 3. რეგისტრაცია უფასოა; 4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov; 5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი; 6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური […]

აშშ-ში ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს. დაიტბორა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების ოკეანისპირა ქალაქების ნაწილი. ქარიშხალის სიძლიერე მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით 1 კატეგორიამდე შესუსტდა, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია. მოსალოდნელია წყალდიდობები. 10 მილიონი მოსახლე ამ სეზონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუოდებს ხალხს დაუყონებლივ დატოვონ სტიქიის ზონა. საგანგებო მდგომრეობაა გამოცხადებული ჩრდილოეთ […]

აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი

აშშ-მ 2 თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის იუსტიციის მინისტრა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. aმის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. ოფიციალური ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავებას უკავშირდება, რომელსაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედება.

აშშ-ში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

მრავალმილიონიანი თაღლითური სქემა – აშშ-ში თაღლითობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.თაღლითური დაჯგუფება ინტერნეტ აუქიონზე მანქანების გამყიდველებად ასაღებდნენ თავს და ფიქტიური კომპანიების საშუალებით დაზარალებულებისგან არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. ნიუ-იორკის შტატის პროკურატურის ინფორმაციით, სულ დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

ფიფას 68-ე კონგრესზე ცნობილი გახდა რომ 2026 წლის მუნდიალს 3 ქვეყანა უმასპინძლებს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ამ სამ ქვეყანას მხარი ფიფას 134 დელეგატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32 ის ნაცვლად 48 მონაწილე მიიღებს. ამერიკას და მექსიკას უკვე აქვთ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების […]

აშშ-ში ტრაილერის ქართველი მძღოლი კარლო წვერავა დაიღუპა – სატვირთო მანქანა გზაში გადაბრუნდა – ვიდეო

დღეს ავტოავარია მოხდა აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, რომლის შედეგადაც ორი ქართველია დაღუპული, მესამე – გადარჩა. სატვირთო მანქანას, რომელიც გზაზე გადაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს გზა მსუბუქმა ავტომობილმა გადაუჭრა, ტრაილერის მძღოლი აცილებას შეეცადა, ბორდიურს შეეჯახა და გადატრიალდა. imereti.news-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპული ქუთაისელი ემიგრანტია. დაღუპულის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ 27 წლის კარლო წვერავა საჭეს თავად მართავდა. […]

გიორგი ერისთავი _ ნიუ-იორკის თვის საუკეთესო პოლიციელი

აშშ-ში გიორგი ერისთავს დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო 14 მაისს თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიენიჭა.  რამდენიმე დღის წინ გიორგიმ ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დეტალებზეც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად არ საუბრობს. _ როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით […]

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ასევე, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში ,,შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018