აშშ-მ საქართველო საეჭვო ქვეყნების სიაში შეიყვანა

აშშ-მ საქართველო საეჭვო ქვეყნების სიაში შეიყვანა“ქართული ოცნება” კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. საქართველო საეჭვო ქვეყნების სიაში მოხვდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში  შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო საეჭვო დერეფნების ავანგარდშია. განცხადების თანახმად რუსეთსა და ბელორუსში სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით გადის.

აშშ-ს ბრალდებები ოპოზიციას არ უკვირს. ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთს ივანიშვილის მითითებით ეხმარება.

საქართველოში არის პუტინისტური რეჟიმი, რომელიც, ბუნებრივია, ბორინკას მითითებით, პუტინის გეგმის შესაბამისად არის უკრაინის მხარეს კი არა, რუსეთის მხარეს, ამიტომ ეხმარება რუსეთს რითაც შეუძლია, – ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე.
აშშ-ს განცხადების თანახმად  კონტროლირებადი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და ბელორუსშ დამატებითი ტვირთებით შესაძლოა, აიკრძალოს.

ტვ პირველი