„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს ნაციონალები აქეზებენ

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს ნაციონალები აქეზებენყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას მიაჩნია, რომ  საბანკო სექტორი ვერ უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. საპროცენტო განაკვეთები არაეფექტურია. კარგი იქნება, თუ საქართველოში შემოვლენ სხვა საბანკო ორგანიზაციები.

– ყველა უნდა ჩადგეს თანაბარ პირობებში და შეიქმნას კონკურენციული გარემო. შესასწავლია იპოთეკური სქემები. გასარკვევია, რა კომბინაციებით ხდება მოვალე მოქალაქეების საკუთარი სახლებიდან გამოყრა და უსახლკაროთა რიგების ზრდა. ასეთი ყოფის გამო მივიღეთ კრიზისული საზოგადოება

ქალაქი დამახინჯდა. სახლები გალიებს ჰგავს. თბილისი დიდ ზოოპარკს დაემსგავსა. სახურავები ნორმალური არაა, სარეკრეაციო ზონები აღარ არსებობს. ეს დაიწყო სააკაშვილმა და გრძელდება ამ ხელისუფლების დროს. ამას გულისტკივილით ვამბობ. არა ვარ ჩასაფრებული, როგორც ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი პარტიები, რომლებიც ეძებენ ქუჩაში გამოსაყვან ხალხს, – აცხადებს ააბრაალავა.

მისი აზრით, ნაციონალები ბოლო დროს იყენებენ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს. ისინი დაზარალებულებს პირდაპირ აქეზებენ.

_ მათ უხდიან კარგ თანხას, მაგრამ არ აკმაყოფილებთ. სრული კომპენსაცია ბიუჯეტიდან ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. ამას მასობრივად მოჰყვება ხანძრები და სრული კომპენსაციის მოთხოვნა. მორალური საზოგადოება ყოველთვის სოლიდარულია. სხვა ქვეყნებში ამ ხალხს აქამდე დაეხმარებოდნენ ბიზნესმენები. ჩვენთან ეს იშვიათობაა. ჩვენში ბიზნესმენი კმაყოფილდება იმით, რომ რამდენიმე ჩუჩხელას და ვაშლს მიიტანს ბავშვთა სახლში და ამას გააშუქებენ. საზოგადოებამაც უნდა შექმნას არასაბიუჯეტო ფონდები, რომლებიც თანამოძმეებს დაეხმარებიან, _ განუცხადა „ახალ  თაობას“ ანზორ აბრალავამ.