არის თუ არა ღვინოში ინვესტიცია მომგებიანი?

 არის თუ არა ღვინოში ინვესტიცია მომგებიანი?კონსალტინგური კომპანია Knight Frank-ს კვლევის მიხედვით, 2016 წელს დაბანდების ალტერნატიულ წყაროებს შორის ყველაზე მომგებიანი იყო ღვინო. ამავე კვლევის მიხედვით, საკოლექციო ღვინოების ფასები 24% -ით გაიზარდა და გაუსწო რარიტეტული ავტომობილების ფასების ინდექსს, რომელმაც 2016 წელს მხოლოდ 6%-ით მოიმატა.

გასული 10 წლის განმავლობაში ღვინის აქტივები გაძვირდა 267% , შედარებისთის – S&P-ს ინდექსი 10 წელიწადში გაიზარდა მხოლოდ 57%-ით, ხოლო 2016 წელს – 17%-ით.

ფინანსისტების აზრით, ასეთი უცნაური ზრდა გამოიწვია იმან, რომ 2016 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ტრადიციულმა საინვესტიციო ინსტრუმენტებმა – აქციებმა და ობლიგაციებმა – ნაწილობრივ დაკარგა მიმზიდველობა.

ამას ხელს უწყობს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა, კონფლიქტის გაღრმავება სირიაში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და ევროკავშირის დაშლის საფრთხე.

ალტერნატიული საინვესტიციო აქტივებს ეს ფაქტორები არ ეხება – გეოპოლილიკა არ მოქმედებს ღვინოზე. თუმცა ინვესტიციებისთვის არ გამოდგება ნებისმიერი სახის ღვინო – ჩვეულებრივ, მაღაზიის ღვინოსგან საინვესტიციო ღვინოს განასხვავებს რამდენიმე კრიტერიუმი.

ღვინის ექსპერტის დევიდ სოკოლინის თქმით, პირველ რიგში, ის უნდა იყოს რაც შეიძლება ძველი – ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება მისი დალევა პირველი რამდენიმე წელი მაინც. წლებთან ერთად ასეთი ღვინო იძენს დამატებით არომატებს.

საინვესტიციო კლასის ღვინო როგორც წესი, იყიდება შეზღუდული რაოდენობით, ამ ტიპის ღვინოს 90% იწარმოება საფრანგეთის პროვინცია ბორდოში.

იმის მიუხედავად, რომ უმსხვილეს საფინანსო პლატფორმებზე არ იყიდება პრესტიჟული ღვინოების ფიუჩერსები, ამ სეგმენტში ფასთწარმოქმნა მაინც ხდება ბირჟაზე – ბრიტანეთის ღვინის ბირჟა London International Vintners Exchange (Liv-ex)-ზე. აქ ინვესტორებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ ძვირადღირებული ღვიონები, თვალი ადევნონ თავიანთი პორტფელის ღირებულების ცვლილებას, ან დაიქირავონ ადგილი ფრანგულ მარანში საკუთარი კოლექციისთვის.

ინვესტორებს ასევე შეუძლიათ თვალი ადევნონ ღვინის ინდექსების ცვლილებას, რომელთა შორის მთავარია Liv-ex Fine Wine 100 Index. ეს ინდიკატორი ასახავს 100 ყველაზე პოპულარული ღვინოს ფასებს. მათ შორის ძირითადებია, ბორდოს წითელი ღვინოები.

31 მარტის მდგომარეობით ინდექსი შეადგენდა 304 სტერლინგს – ამდენი ღირდა საშუალოდ იმ დღეს საინვესტიციო ღვინოებს 12-ბოთლიანი ყუთი.

ფასთწარმოქმნაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა დიდი ნაწილი არაა დამოკიდებული არც ინვესტორზე და არც მწარმოებელზე, მოსავლიანობაზე, ამინდზე და ნიადაგზე.

ასევე მნიშვნელობა აქვს გავლენიანი კრიტიკოსების აზრს, ისეთების, როგორც რობერტ პარკერი და მისი ბიულეტენი The Wine Advocate.

თუმცა არსებობს სხვა ტიპის რისკებიც – მაგალითად, 2011 წელს საინვესტიციო ღვინოები ფასი დაეცა ჩინეთში ღვინის ბაზრის მკვეთრი ვარდნის გამო, რომელმაც გამოიწვია Liv-ex Fine Wine 100-ს ინდექსის შემცირება 366-დან 238 სტერლინგამდე. წლების განმავლობაში ჩინელები ყიდულობდნენ ღვინის მეურნეობებს და აგზავნიდნენ პროდუქციას ექსპორტზე სამშობლოში. თუმცა 2010 წელს ჩინეთში კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში აიკრძალა საჩუქრები სახელმწიფო ჩინოსნებისთვის – მათ შორის ძვირადღირებული ღვინოები. თუმცა, ამ ეტაპზე სიტუაცია დასტაბილურდა და 2016 წელს ინდექსმა ძველ ნიშნულთან დაბრუნება დაიწყო.

საინვესტიციო ღვინოების ფასზე დადებითად იმოქმედა ასევე ბრექსიტმა, რომელმაც გაზარა ინტერესი ალტერნატიული კაპირტალდაბანდებებისადმი.

ამჟამად არ არსებობს ძვირფასი ღვინოების ბაზრის შესახებ ზუსტი მონაცემები, თუმცა საინვესტიციო სასმელის ექსპერტის ნიკ მარტინის აზრით, 2014 წელს კოლექციური ღვიონოების მეორადმა გაყიდვებმა 2 მლრდ სტერლინგს მიაღწია. თანაც ეს მონაცემები არ ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ასევე ხშირად დებენ ფულს ღვინოში.

თუმცა, ფინანსისტების აზრით, კაპიტალდაბანდება ღვინოში მაინც არის მეორადი, და როგორც წესი, შეადგენს მთელი საინვესტიციო პორტფელის 2-3%-ს, იმ პირობით, რომ ინვესტორს უკვე ჩადებული აქვს მილიონები რომელიმე სხვა, ტრადიციულ აქტივებში.

ყველაზე მეტად ფასობს რარიტეტული ღვონიები – ბორდოს 1945, 1947, 1969, 2009 და 2010 წლების ბოთლები.

„ასევე, თუ სადმე შეგხვდათ 2000 წლის „ბორდო” – აუცილებლად იყიდეთ. ეს იყო ძალიან წარმატებული წელი ღვინის მწარმოებელი რეგიონებითვის” – ამბობენ ექსპერტები.

ამავე დროს, საჭიროა სიფრთხილეც, რადგანაც ბორდოს ღვინოებზე ფასები ამ ეტაპზე გადაჭარბებულია და საქმე გვაქვს საპნის ბუშტთან, რომელიც არავინ არ იცის, როდის გასკდება, როგორ ეს მოხვდა ჩინეთთან დაკავშირებით.

თუმცა, ფრანგული ღვინოების გარდა ძალიან ფასობს იტალიურიც – მაგალითად, ტოსკანას პროვინციის 1999, 2001 და 2010 წლების ღვინოები.

კომერსანტი