არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„პატრიარქის არჩევა მოსაყდრემ და მისმა გუნდმა სრულ დისკრედიტირებულ პროცესად აქციეს. იქ ელემენტარული მათემატიკა ვერ მიხვდნენ, რომ 71 წელი სანამ არ შეუსრულდება, მანამდე 70 წლისად ითვლება ადამიანი; იქ მოწმობამდე დაიყვანეს საღვთისმეტყველო განათლების ცნება; იქ თურმე დიპლომებსაც იპარავს ვიღაც რომ კონკურენტი მოიშოროს მოსაყდრემ და ა.შ.
მე არ ვიცი რას ფიქრობენ ეპისკოპოსები, მაგრამ ფაქტია, რომ მოსაყდრემ ვერც და არც უმკლავდება თავის პასუხისმგებლობას. აქამდე განვლილი ეტაპები კი ლეგიტიმურობის კუთხით ეჭვს ბადებს.
სინოდმა მოსაყდრე უნდა გადააყენოს და ახალი მოსაყდრე აირჩიოს, რომელიც ამ სასტიკად დამახინჯებულ პროცესს ღირსეულ და სამართლიან ჩარჩოში ჩასვამს. ან მოსაყდრემ თავის კანდიდატურა უნდა მოხსნას, რადგან ისიც ცხადია რომ ის ამ ყველაფრის გარდა, ადმინისტრაციულ რესურსსაც სათავისოდ იყენებს, რაც დაადასტურა კიდეც დეკ. ჯაღმაიძემ. ამიტომ მოსაყდრე ლეგიტიმური კანდიდატი უკვე აღარაა.“

