სენაკში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი   

სენაკში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი   სენაკის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია რამდენიმე პირი. აქედან ერთი დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია.

გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ყველა დაჭრილი პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა გორის ქუჩაზე მოხდა.