სოსო ოხანაშვილი საქართველოდან წავიდა – დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ

სოსო ოხანაშვილი საქართველოდან წავიდა - დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი რამდენიმე დღეა, რაც საზღვარგარეთ იმყოფება.

როგორც “ნიუპოსტს” ოხანაშვილმა უთხრა, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქმიან შეხვედრებს მართავს.

სამსახურებრივი შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამ საკითხებზე ვმუშაობ– აღნიშნა პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა.

მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. როგორც ოხანაშვილმა “ნიუპოსტთნ” საუბრისას აღნიშნა, მას პროკურატურიდან ბოლო პერიოდში არავინ დაკავშირებია.

სოსო ოხანაშვილის ოჯახის წევრები მედიასთან აღნიშნავენ, რომ ის ერთი კვირის წინ გერმანიაში გაემგზავრა. ოხანაშვილი თანამდებობიდან ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს.

-უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას შევეწირე, – აცხადებდა მაშინ სოსო ოხანაშვილი, რომელიც ციანიდის საქმის ირგვლივ რამდენჯერმე დაიკითხა.

საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ კი “ნიუპოსტთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქმეში “არსებობს საფუძველი დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ოხანაშვილისა და დაცვის წევრების წინააღმდეგ“.

ოხანაშვილმა ირაკლი მამალაძის აღნიშნული კომენტარი, “ნიუპოსტთან” საუბრისას, უკომენტაროდ დატოვა.