ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხობს ცეცხლი გაუჩნდაგვიან ღამით ვაჟა-ფშაველას # 34-ში მდებარე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა. კვების ობიექტთან ბუნებრივი აირის მილები გადის, რის გამოც სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გადაკეტეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ დამწვარია საცხობის სახურავი, 10 კვ.მ. ფართობი.