პატრიარქმა ,,ქართული მარშის“ წევრებს აქციის გამართვისგან თავშეკავება ურჩია

პატრიარქმა ,,ქართული მარშის“ წევრებს აქციის გამართვისგან თავშეკავება ურჩიადღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შესახვედრად სოფელ სნოში იმყოფებოდნენ ქართული მარშის ორგანიზატორები გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე და ლადო სადღობელაშვილი.

უცნობია საუბრის დეტალები, თუმცა არსებული ინფორმაციით, ილია მეორემ ქართული მარშის ორგანიზატორებს დაგეგმილი აქციის გამართვისგან თავისშეკავება ურჩია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გია კორკოტაშვილმა განაცხადა, პატრიარქმა დღევანდელ საღამოს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, კორკოტაშვილი აქციაზე მისვლას მაინც გეგმავს.

– პატრიარქი, როგორც ყოველთვის, არის გენიოსი ადამიანი, დამნაშავეს, არადამნაშავეს, ისე მაფიქრალს და ასე მაფიქრალს მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად, ერთმანეთს გავუგოთ, ერთმანეთს შევუნდოთ, ვაპატიოთ და ვიცხოვროთ, რომ ახალი საქართველო ავაშენოთ. მე ვეთანხმები, იმიტომ, რომ ვიცი, მისი უწმინდესობა რამხელაზე ბრძენი ადამიანია. ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც შენ თვითონ სული წაგძლევს ხოლმე. ქრისტიანობა გვეყოს, მე ახლა აქედან ასე გამოვედი ჯერჯერობით, – განაცხადა ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გია კორკოტაშვილმა.

ის, რომ შეხვედრის მთავარი თემა დაგეგმილი აქცია იყო, დაადასტურა სანდრო ბრეგაძემაც.

– ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს თანამოაზრეებს და გადავწყვტავთ“ – განაცხადა ბრეგაძემ, რომლის თქმითაც, აქციის ორგანიზატორები გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ, მას შემდეგ, რაც საპატრიარქო პოზიციას დააფიქსირებს.

ნიუპოსტი