მიხეილ გიორგაძე – ქეთი დოლიძეს არ ვდევნი

მიხეილ გიორგაძე - ქეთი დოლიძეს არ ვდევნითუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის ქეთი დოლიძის ბრალდებებს პასუხობს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აცხადებს, რომ ის ქეთი დოლიძეს არ დევნის.

შესაბამისად, მინისტრისთვის უცნობია რეჟისორის გაღიზიანების მიზეზი.

– არანაირი პიროვნული დაპირისპირება მასთან არ მაქვს და არც პირადი შეხედულებებით ვიღებ გადაწყვეტილებას. ათეულობით თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელები იცვლებიან და ეს შესაძლოა, თუმანიშვილის თეატრშიც მოხდეს ცვლილება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება, რომ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დოლიძეს პოსტიდან გაათავისუფლებენ და მესხიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დაიკავებს. ამას დოლიძე მინისტრის მხრიდან პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებს.

პირველი