რაჭაში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში მეწყერი ჩამოწვამდინარე ლუხუნის ხეობაში, მთა კვლავ ჩამოიშალა. რაჭაში ამბროლაურის რაიონში სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ლომთაძის ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან დაიწყება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეწყერი ამავე მთაზე პირველად ორი კვირის წინ ჩამოწვა, რის შედეგადაც, 900 კომლი გარესამყაროს რამდენიმე დღის განმავლობაში, მოწყვეტილი იყო. ამ ხნის განმავლობაში, წესი-ურავის გზა დაკეტილი იყო. დღეს დილით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მისი გახსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, განმეორებული მეწყრის გამო, საღამოს, გზის ამ მონაკვეთზე, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა ისევ აიკრძალა.

იმედინიუსი