ზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტაზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავს. 200-მდე ადგილობრივმა საავტომობილო გზა გადაკეტა.

“პირველს” ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ საკითხი არ მოგვარდება.

აქციის გამო მოძრაობა შეფერხებულია. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

მომიტინგეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ მისულან.

ადგილობრივები წლებია, დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.