ქეთი დოლიძე – ,,მანანა ბერიკაშვილს დაავიწყდა, გურჯაანში რომ ჩავასკდი, კინაღამ რომ მოკლეს?“

ქეთი დოლიძე - ,,მანანა ბერიკაშვილს დაავიწყდა, გურჯაანში რომ ჩავასკდი, კინაღამ რომ მოკლეს?“თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ქეთი დოლიძის გათავისუფლებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა. დოლიძე კულტურის მინისტრს, მანანა ბერიკაშვილს და ნინელი ჭანკვეტაძეს მის წინააღმდეგ ქმედებაში სდებს ბრალს და ბერიკაშვილს 2012 წელს წინასაარჩევნო მხარდაჭერას ახსენებს:

– მიკვირს მანანა ბერიკაშვილს რომელიც დუმს და ხმას არ იღებს. თუ ამდენი პრობლემა გროვდებოდა სამინისტროში ჩემ წინააღმდეგ რატომ ერთხელ არ ამოიღო ხმა?! დაავიწყდა გურჯაანში რომ ჩავასკდი კინაღამ რომ მოკლეს? ნინელი ჭანკვეტაძეს ეძინა და გავაღვიძე რადგან კურსელები იყვნენ და მე მივდიოდი ეგეც გამომყვა. მოხსნეს მინისტრის მოადგილეობიდან ხომ არ დაავიწყდა ვინ დააბრუნებინა მისი თავი?! ასეთი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილი ასეთ რაღაცეებს რომ ჩადის მიკვირს. მანანა თუ ჩემი თანამდებობა არ არის მუდმივი- შენი არის?! ხალხო რომელ მორალზე და სინდისზეა ლაპარაკი? ეს შეგნებული პროვოკაციაა, – განაცხადა ,,იბერიას” ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ.

ნიუპოსტი