სახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს – აქედან 70% იმპორტზე მოდის

სახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს - აქედან 70% იმპორტზე მოდისსახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს. შეძენილი სურსათიდან 70% იმპორტზე მოდის. ორგანიზაცია ’’ოქსფამის“ განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები იდგმება. თემის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ ’’ოქსფამის“ ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი ლევან დადიანი საუბრობს.
– ბატონო ლევან, ადგილობრივი მეწარმეებისთვის 10%-იანი შეღავათების დაწესება შეცვლის თუ არა არსებულ სურათს და აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ’’ოქსფამს“ რა რეკომენდაციები აქვს?
–  საინტერესოა მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ინსტიტუციური ბაზარი საკმაოდ საგულისხმოა 120 მილიონი ლარის სახით, როდესაც რეკომენდაციების გამომუშავებისას ჩვენ უარი ვთქვით და თავი შევიკავეთ ასე პირდაპირ პრეფერენციების შემოთავაზებაზე იმდენად, რამდენადაც ეს იმის რისკს უკავშირდებოდა, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკა არ განხორციელებულიყო.
ეს შემოთავაზება, რომელიც მთავრობის სხდომაზე გადის, ჯერ არ დამტკიცებულა. ჩვენი კვლევა აღნიშნული ცვლილების დაახლოებით 3-4 თვიანი პერიოდის წინამორბედია. გარკვეული ატრიბუცია შესაძლებელია ჩვენს გატარებულ სამუშაოსთან და ზოგადად ინტერესის გამოხატვა. ადგილობრივ ეკონომიკაში აქტივაცია რომ მოხდეს, ინსტიტუციურ ბაზრებზე წვდომის მიმართულებით ეს უკვე ძალიან პოზიტიურია, თუმცა მე ვერ გეტყვით, ასეთ პრეფერენციას ეფექტი რამდენად ექნება.
– რეალურად შესაძლებელია თუ არა ის იმპორტირებული სასურსათო პროდუქცია, რომელიც სახელმწიფოშია, ადგილობრივით ჩანაცვლდეს, ამის რესურსი არსებობს?
– მთავრობა უწყებების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და სახელმწიფო საჭიროებისთვის, რომელიც პენტენციურ სისტემას, ჯარს, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემებს და ა.შ. გულისხმობს, ყოველწლიურად ყიდულობს სურსათს. მისი ჯამური ღირებულება საშუალოდ 120 მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობა დაახლოებით 200 დასახელების სასურსათო საქონელს ყიდულობს. აღნიშნული 200 დასახელებიდან თითქმის 70% იმპორტირებულია.
ამ 200 დასახელებაში შედის, როგორც პირველადი წარმოების პროდუქტი, მაგალითად ხილ-ბოსტნეული, ხორცეული და ა.შ. ასევე გადამუშავებული პროდუქტიც. ჩვენი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გადამუშავებულ პროდუქტებთან მიმართებაში არ არის სახეზე, რადგან ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით საკმაოდ დაბალია. ამას არა მხოლოდ წარმოების პოტენციალი განსაზღvრავს, არამედ თვითონ ტენდერების ჩატარების მოდალობაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში მეტად დასახვეწია, რომ ადგილობრივი მეწარმისთვის სამოტივაციო მდგომარეობა შექმნას.
ჩვენ მეტი აქცენტი გვქონდა გაკეთებული იმაზე თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ფერმერები ჩაერთონ ამ ყველაფერში. გამოვიკვლიეთ, რა ბარიერებს აწყდებიან ისინი. უპირველეს ყოვლისა, უფრო მეტად ეროვნული დონის ტენდერები ცხადდება, სადაც ერთი კონკრეტული პროდუქტის შესყიდვაზე კი არ არის კონკურსი, არამედ რამდენიმე დასახელების საქონელზე. აღნიშნული კონკრეტული ტენდერის მოთხოვნებს ადგილობრივი წარმოება ან რაოდენობრივად ვერ დააკმაყოფილებს, ისევე როგორც ასორტიმენტის თვალსაზრისით, რადგან ჩვენთან ადგილობრივი მწარმოებლები 1-2 პოზიციაზე თუ მუშაობენ. მაგალითად, თუ ადგილობრივი ფერმერი პომიდორს აწარმოებს, ეს მხოლოდ პომიდორია და შესაძლოა კიტრიც იყოს.
– გამოდის, რომ სახელმწიფო, როდესაც ტენდერს აცხადებს თანხებს ზოგავს?
– აქ საუბარი ზუსტად იმაზეა, მოტივაციის პოლიტიკა როგორ შეიძლება წარიმართოს. აღნიშნულ კვლევამდე ჩvენ იმან მიგვიყვანა, რომ ელემენტარულად შესაძლებლობებს ვიკვლევდით თუ როგორ შეიძლება ადგილობრივ წარმოებას მხარი დაუჭირო. აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ საგულისხმო ინსტიტუციური ბაზარია – წელიწადში 120 მილიონი ლარი. ამდენად, სახელმწიფოს ინტერესში თუ არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ეს მისთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რომ მან წამახალისებელი სქემები დაუშვას.
ეს სქემები კი პირდაპირ პრეფერენციას კი არ უნდა გულისხმობდეს, რომ 10%-ით თუ 20%-ით იქნებიან ადგილობრივი ფერმერები წახალისებული, არამედ ისინი ისე უნდა იყოს დაწყობილი, რომ თვითონ ადგილობრივი წარმოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა და კონკურენციაში შესვლა შეეძლოთ ისე, რომ კონკურენციის პირობები არ დაირღვეს.
ძალიან ირიბი ზომებით შეიძლება ამ ყველაფრის გამოწვევა, თუნდაც რეგიონალური და მუნიციპალური დონის ტენდერების შემთხვევაში.
გარდა ამისა, თვითონ პროდუქტის სპეციფიკაციაში ისეთი სპეციფიკაციის დაშვება შეიძლება, რომელიც გარკვეულ პერიოდში იმპორტირებულის მოწოდებას გამორიცხავს.
მაგალითად, თუ ხორცია, ეს შეიძლება თბილი ხორცი იყოს, ე.წ. ნედლი ხორცი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საუბარია ზოგადად პოლიტიკურ ნებაზე იმისა, რომ ამ გარანტირებულ ინსტიტუციურ ბაზარში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოების დაშვების მიზნით, მთავრობამ წამახალისებელ სქემებზე იფიქროს. ჩვენი კვლევის საჯარო პრეზენტაცია ჩატარდა და ეს ყველაფერი გავრცელდა. ხილთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ გასულ წელს 800 ათასი ლარის ღირებულების ხილი შეისყიდა და ამაში ადგილობრივი პროდუქციის წილი 90%-ია. ამ მხრივ, პოზიტივზე საუბარი შესაძლებელია. ეს ჩვენს პოტენციალს პირდაპირ ესადაგება.