საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდასაქართველოში მაგნიტუდით 4.1 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა საერთაშორისო დროით 17:43:08 საათზე, ქალაქ დედოფლისწყაროდან 33 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რამდენიმე საათის წინ, მიწისძვრა მოხდა აზერბაიჯანშიც საქართველოს საზღვრიდან 83 კილომეტრში.

საქართველოში ბოლო მიწისძვრა პირველ სექტემბერს, სოფელ ზემო ხალაწანში მოხდა.

პირველი