საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბანკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ’’საქმის კურსთან“ ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია აფასებს.– ბატონო მერაბ, როგორ შეაფასებდით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, იყო თუ არა იგი მოსალოდნელი?
– წინა გადაწყვეტილების მსგავსად ამჯერადაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ტრენდი წლის ბოლომდე არსებითად არ შეიცვლებოდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად არ მოიკლებდა. ისინი ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მომავალ კვარტალში იმ ერთჯერადი ფაქტორების ზემოქმედების განეიტრალება მოხდება, რომელთაც სამომხმარებლო ფასების ინდექსზე იქონიეს გავლენა და ინფლაციის დონე უკვე მიზნობრივი მაჩენებლის დიაპაზონს დაუბრუნდება.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის ტემპების გარკვეული დაჩქარებისა, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლა არ არის და ინფლაციური მოლოდინები ამ ეტაპზე მკვეთრად, საგრძნობლად არ ვლინდება. ამიტომაც არ მიიჩნევს ეროვნული ბანკი საჭიროდ, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს. აგვისტომდე სამი თვე ინფლაციის ტემპი თითქოს იკლებდა და შემდეგ ისევ მოხდა გარკვეული ზრდა. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ასე ხდება ხოლმე. მთავარია, კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს და 7%-იან ნიშნულს არ მიაღწიოს, რომელიც მიმდინარე წელს მაქსიმუმის სახით დაფიქსირდა.
მე ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზი ასე თუ ისე გამართლდება და მომავალი წლის I კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით. თუმცა, ერთი გარემოება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც ამ ეტაპზე 3%-ია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი 3% იქნება. იგი შეიძლება 3%-ზე ცოტა ნაკლები იყოს, ან მეტი.
– ლარიზაციის შედეგები რამდენად დამაკმაყოფილებელია?
– ფინანსური დოლარიზაცია, ანუ დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაღალი დონე არის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანად გატარების მთავარი ხელშემშლელი ბარიერია. ამდენად, არა მარტო სების, არამედ მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მიერ დედოლარიზაციის პოლიტიკურ მიზნად დასახვა, ძალიან მნიშნელოვანი იყო თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თუ ეს მოხდებოდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რაც დღეს გაგვაჩნია გაიზრდებოდა.

გულწრფელად გეტყვით, რომ მე ნამდვილად არ მოველოდი იმ ღონისძიებების ასეთ შედეგებს, რომელიც დღეს გვაქვს. განსაკუთრებით დეპოზიტების სესხების დოლარიზაციის ნაწილში საკმაოდ მკვეთრი შემცირება გვაქვს და მთავარია, ეს ტენდენცია მდგრადი იყოს. რისკები, რაც ფინანსურ შუამავლებს აიძულებს, თავისი აქტიური და პასიური ოპერაციები უცხოური ვალუტით განახორციელონ, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ახლა მთავარია არსებული ტრენდი შენარჩუნდეს. რეზულტატი კარგია, მაგრამ გამორიცხული არ არის იგი ისევ ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.
– სების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის რყევებზე კომენტარს არ გააკეთებს, თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულთან დაკავშრებით?
– კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით, ანუ იგი გულისხმობდა იმას, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება და ეს შეიძლება სწორიც იყოს, რომ მოკლევადიან პერიოდზე არ გააკეთოს კომენტარი იმდენად, რამდენადაც ამ მომენტისთვის შესაძლოა საკმარისი არ იყოს ის ინფორმაცია, რომ სერიოზული მიზეზები მოიძებნოს რყევის, რომელიც დღეს სახეზეა.
რაც შეეხებ გრძელვადიან პერიოდში კურსის დინამიკის შეფასებას, ეროვნული ბანკისთვის არავის არ ჩამოურთმევია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მან მონაწილეობა მიიღოს სავალუტო პოლიტიკის შემუშავებაში და მასზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენაში, მიუხედავად იმისა, რომ სების მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა და არა გაცვლითი კურსის სტაბილურობა. მას უნდა თუ არა, მაინც უხდება გაცვლითი კურსის სერიოზული ანალიზი.
ლარი ზედმეტად შეფასებული არ არის და იგი მეტნაკლებად კონკურენტულ დიაპაზონში ტრიალებს. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ფუნდამენტური ფაქტორების მხრიდან ზემოქმედების შეფასების საშუალება, რადგან ჩვენ საგადამხდელო ბალანსის III კვარტლის მონაცემები არ გვაქვს, რომელიც გვიან ქვეყნდება, თუმცა გვაქვს მიმდინარე მონაცემები საგარეო ვაჭრობის შესახებ, რომელიც მეტნაკლებად პოზიტიურია, ასევე არცთუ ისე ცუდი დინამიკაა ფულადი გზავნილების კუთხით.

ბიზნესმედია