ეთერ შენგელია – ”და­ვუ­ძა­ხე, ნი­ნო, არ მომ­კლა!” – რა მოხდა ზუგდიდში

ეთერ შენგელია - ”და­ვუ­ძა­ხე, ნი­ნო, არ მომ­კლა!” - რა მოხდა ზუგდიდშიზუგ­დიდ­ში თან­ხის მო­პარ­ვის ფაქ­ტზე ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვეს. რა­დიო „ათი­ნა­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 000 ლა­რამ­დე თან­ხა დე­დამ­თილს რძალ­მა მო­პა­რა, მა­შინ რო­დე­საც სახ­ლში ოჯა­ხის სამი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ცი­ას, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დე­დამ­თილ­მა მი­ა­წო­და. რო­გორც ზუგ­დი­დის მკვიდ­რი ეთერ შენ­გე­ლია “რუს­თა­ვი 2”-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, თან­ხა, რო­მე­ლიც სხვის­თვის ჰქონ­და მი­სა­ცე­მი, ჩან­თა­ში ედო და რო­დე­საც ვე­ღარ იპო­ვე, რძალ­ზე მი­ი­ტა­ნა ეჭვი, რო­მელ­მაც ქურ­დო­ბის ფაქ­ტი აღი­ა­რა:

“ინ­სტინ­ქტუ­რად ვე­ტა­კე “სუმ­კას”… დედა, ფუ­ლი­მეთ­ქი! ეს ზე­ვით “სპალ­ნა­ში” იყო. და­ვუ­ძა­ხე: ნი­ნოო, არ მომ­კლა! ფული მაქვს მი­სა­ცე­მი და ფული ჩან­თა­ში არ არის­მეთ­ქი. ვყვი­რო­დი და და­მა­ნე­ბე თავი, ჩემ­თან რა გინ­და, მე რა­ტომ მე­უბ­ნე­ბიო…” – ყვე­ბა ეთერ შენ­გე­ლია.

ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი ნანა შენ­გე­ლია ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მათი რძა­ლი უარ­ყოფ­და მო­პარ­ვის ფაქტს და სახ­ლი­დან წას­ვლას ცდი­ლობ­და მან­ქა­ნით, თუმ­ცა ის მე­ზობ­ლებ­მა არ გა­უშ­ვეს.

ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა 177-ე, ქურ­დო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.