ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5.000 ლარი მოპარა

ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5.000 ლარი მოპარაქურდობა ზუგდიდში – რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2