ოთარ აბესაძეს ბრალი შეუმსუბუქეს – “აგენტი პროვოკატორი მომიგზავნეს და ციხეში იმიტომ აღმოვჩნდი”

ოთარ აბესაძეს ბრალი შეუმსუბუქეს - "აგენტი პროვოკატორი მომიგზავნეს და ციხეში იმიტომ აღმოვჩნდი"2017 წლის 12 ივ­ლისს სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვა. ერ­თწლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი თვე­ე­ბის შემ­დეგ, ოთარ აბე­სა­ძე 15 იან­ვარს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და სა­სა­მარ­თლომ 10.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­და და­ა­კის­რა. აბე­სა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც წა­რად­გი­ნეს, სა­დაც ეწე­რა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო.

ახ­ლა­ხანს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აბე­სა­ძეს ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბა – 339-ე მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბას.

მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ბობს, რომ მის­თვის ბრალ­დე­ბა “ქრთა­მის აღე­ბა” სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ის რომ ახლა გა­მარ­თლდა, მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

30 წლის ოთარ აბე­სა­ძე საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე და მის ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან ალა­პა­რაკ­და.

“პირ­ველ რიგ­ში, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩემი ოჯა­ხის გვერ­დით იდგა. როცა და­მა­კა­ვეს, 10.000 ხელ­მო­წე­რი­ა­ნი პე­ტი­ცია შედ­გა და რომ არა ეს მხარ­და­ჭე­რა, ჩემი ოჯა­ხი ამ მძი­მე ტვირთს ვერ გა­და­ი­ტან­და. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს ად­ვო­კა­ტებს, რო­მელ­თა მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით დად­გა ეს შე­დე­გი.

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვეს, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, ეს იყო შოკი. პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, და ვთქვი, სხვა და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს-მეთ­ქი. ქრთა­მის აღე­ბა არ და­დას­ტურ­და. ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლე­ბა, რად­გან ბოლო 5 წე­ლია პრო­ფე­სო­რი ვარ და სწო­რედ ამ სა­განს ვას­წავ­ლი, ფი­ნან­სე­ბი, ეკო­ნო­მი­კა – ფული.

ეს ბრა­ლი სამ­მა­გად და­მან­გრე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის და ქრთა­მის აღე­ბა ჩა­მეხ­სნა. გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მუხ­ლი და ახლა ეს არის ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი.

ორი წელი მი­დი­ო­და ეს პრო­ცე­სე­ბი, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, პლუს ჩემი კა­რი­ე­რა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვი­წყობ­დი, დავ­თან­ხმდი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და მო­ვა­წე­რე საპ­რო­ცე­სო­ზე ხელი, იმის­თვის, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, კო­რუფ­ცია და მექ­რთა­მე­ო­ბა ჩემს სა­ხელ­თან და გვარ­თან არ ყო­ფი­ლი­ყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

– რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

– დი­დია საქ­მე. ამი­ტომ მოკ­ლედ ვი­ტყვი: ჩემი ახლო გა­რე­მოც­ვი­დან და­მი­კავ­შირ­და ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩემი ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ახა­სი­ა­თებს, რო­გორც კვლი­ფი­ცი­ურ აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს. მან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი­ყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და წა­ვეყ­ვა­ნე შეც­დო­მის­კენ. მას სურ­და პა­ტა­რა კა­ფეს გა­კე­თე­ბა მტკვარ­ზე. ის აჭღურ­ვი­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით, მზად იყო, მო­ე­წყო ეს ვა­კხა­ნა­ლია და მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვეს.

გე­ტყვით, რა წე­რია ჩემს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში, მე მას ვუ­თხა­რი: მე ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი და ამის გამო აღ­მოვ­ჩნდი ცი­ხე­ში. კა­ნო­ნის ენით, ეს თურ­მე ით­ვლე­ბა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნად.

– ფიქ­რობთ, რომ ვინ­მეს­გან იყო მოგ­ზავ­ნი­ლი ე.წ. აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი?

– ჩემი ად­ვო­კა­ტი მრავ­ლისმნახ­ვე­ლია, ბევ­რი რამ იცის და ამ­ბობს, რომ ეს სტა­ჟი­ა­ნი აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რია. ორ წელ­ზე მე­ტია მი­დის ეს საქ­მე და სულ ამ კვან­ძის ამოხ­სნას ვცდი­ლობ. ვის გა­და­ვეკ­ვე­თე, ვის რა და­ვუ­შა­ვე, ვერ ამოვხსე­ნი და ამა­ზე ფიქ­რმა დამ­მარ­თა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა…

ფაქ­ტია ჩემ­ზე იმუ­შა­ვა კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა აგენტ-პრო­ვო­კა­ტორ­მა. ეს იყო უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. 6 თვე ვი­ყა­ვი სა­პა­ტიმ­რო­ში, გი­რა­ო­ში ყოფ­ნი­სას გა­ვა­კე­თე შე­უძ­ლე­ბე­ლი. მინ­და სხვე­ბის­თვის ვიყო სტი­მუ­ლი, სტი­მუ­ლი იმის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ორი წელი ვე­რი­დე­ბო­დი პრე­სას, სა­ნამ ხელ­ში არ მექ­ნე­ბო­და გა­ნა­ჩე­ნი, ვერ და­ვი­წყებ­დი ლა­პა­რაკს. ეს ორი წელი გა­მო­ვი­ყე­ნე და ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ევ­რო­პის წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­მიწ­ვია, სა­მეც­ნი­ე­რო კუ­თხით განვვი­თარ­დი. როცა გგო­ნია რა­ღაც დამ­თავ­რდა, თურ­მე ეს ასე არ არის.

– ძალა რო­გორ იპო­ვე რომ თა­ვი­დან და­გე­წყო ცხოვ­რე­ბა?

– და­მეხ­მა­რა ჩემი მე­უღ­ლე დე­ი­კო (ოთარ აბე­სა­ძემ და დეამ აფ­ცი­ა­ურ­მა 2018 წლის და­სა­წყის­ში სა­პყრო­ბი­ლე­ში იქორ­წი­ნეს), რო­მელ­მაც აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მე დავ­მდგა­რი­ყა­ვი ფეხ­ზე. როცა ტაქ­სის მძღო­ლი ვი­ყა­ვი, ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ. იყო პე­რი­ო­დი როცა ბევ­რი რა­ღაც გავ­ყი­დეთ, ნო­ტა­რი­უ­სი არ მარ­თმევ­და ფულს, შვი­ლო, შენ­გან რო­გორ ავი­ღო ფუ­ლიო… 131-ე მარ­შუტ­კის მძღოლ­მა არ გა­მო­მარ­თვა გზის ფული და აქეთ მომ­ცა, გა­მო­გად­გე­ბაო. ასეთ­მა ხალ­ხმა გა­და­მარ­ჩი­ნა… ყვე­ლა გრძნობ­და, რომ მე გან­წი­რუ­ლი ვი­ყა­ვი.

დიდი მად­ლო­ბა ჩემს კო­ლე­გებს, ასე­ვე კახა შენ­გე­ლი­ას, სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ლა­პა­რა­კობ­და ჩემ­ზე…

უნდა ვთქვა, რომ ჩემი გა­ნა­ჩე­ნი ეძღვნე­ბათ იმ “მე­გობ­რებს”, ვინც დღეს აღა­რაა ჩემი მე­გო­ბა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც როცა მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი, ჩემს მე­უღ­ლეს “ამ­შვი­დებ­დნენ”, რა ვქნათ, ოთომ და­ა­შა­ვაო. ეს სი­ტყვე­ბი, რაც ჩემს ატი­რე­ბულ ცოლს უთხა­რით, გა­პა­ტი­ეთ.

გულ­ში არაფ­რის ჩა­დე­ბას არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, მა­შინ როცა ჩემი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, თქვენ ეუბ­ნე­ბო­დით ოთო არის დამ­ნა­შა­ვეო. ოთო არ ყო­ფი­ლა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და მექ­რთა­მე! მე თქვენ ამას გპა­ტი­ობთ და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას.

– თქვი ტაქ­სის მძღო­ლი ვი­ყა­ვიო… ეს რო­დის იყო?

– როცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მი­უმ­ჯო­ბეს­და, არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და, და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო სახ­ლი, გი­რა­ოს თან­ხა გა­და­ვი­ხა­დეთ, ამი­ტომ დღი­სით ვი­ყა­ვი ტაქ­სის მძღო­ლი, სა­ღა­მოს კი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ებს ვწერ­დი… დეა სულ მეხ­მა­რე­ბო­და, მან­ქა­ნის გა­რე­ცხვა­შიც კი. გა­ვი­ა­რე ეს ეტა­პი, არა­ნა­ი­რი შრო­მა არაა და­საძ­რა­ხი და როცა ოჯახს სჭირ­დე­ბა, არა­ფე­რი არ უნდა ითა­კი­ლო. როცა და­მა­კა­ვეს, დეაც უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა, გვქონ­და ვა­ლე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი. კოშ­მა­რი და ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რეთ…

სა­ნამ და­მი­ჭერ­დნენ, ორი­ვეს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბი გვქონ­და, ავი­ღეთ ვალი, რად­გან სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წას­ვლა და ცალ­კე გა­დას­ვლა გვინ­დო­და… როცა და­მი­ჭი­რეს, ვა­ლებს პრო­ცენ­ტე­ბი და­ე­მა­ტა. მერე უკვე დიდი თან­ხა დას­ჭირ­და ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას, ცი­ხე­ში შე­ნახ­ვას და ექ­სპერ­ტი­ზას, რომ გი­თხრათ, ეს რა თან­ხე­ბი დაჯ­და, თვა­ლე­ბი შუბ­ლზე აგი­ვათ…

ახლა ვმუ­შა­ობთ, ვლაგ­დე­ბით. დეამ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მე­გობ­რე­ბის სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც მე­ნე­ჯე­რია. აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში.

– ელო­დი დეას ასეთ თა­ნად­გო­მას?

– ახლა რომ ვფიქ­რობ, ვე­ლო­დი, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი. წარ­მო­იდ­გი­ნე იჭე­რენ ადა­მი­ანს, ემუქ­რე­ბა მი­ნი­მუმ 6 წლით ციხე, ამ დროს შენ ხარ ლა­მა­ზი, მშვე­ნი­ე­რი მო­დე­ლი გო­გო­ნა, რა­ტომ უნდა იდგე „პე­რე­და­ჩებ­ზე“? მაგ­რამ იქ იდგა კვი­რა­ში ორ­ჯერ! მთე­ლი სა­კა­ნი ამ პა­ტა­რა გო­გომ შეგ­ვი­ნა­ხა. ცი­ხე­ში მო­ვა­წე­რეთ ხელი… ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სია ცი­ხე­ში პა­ტიმ­რის შე­ნახ­ვა. ახა­ლი ხილი და არა­ფე­რი არ მომ­კლე­ბია. ჩემ­თვის ეს გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია!

– სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

– კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. არ გა­მოვ­რი­ცხავ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იქ ვი­ცხოვ­როთ. მაგ­რამ ვთვლი ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა აქ ვიყო აქ­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, მინ­და ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თო იმ ხალ­ხის­თვის, ვინც ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­ტი­ცი­ას მო­ა­წე­რა ხელი…

ამბები

“ოთო ძალიან დიდ განსაცდელშია…” – ოთარ აბესაძის შეყვარებული დეა აფციაური საზოგადოებას მიმართავს