ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლესმერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.