”მან ქამ­რით სცე­მა სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი. ასე­ვე სცე­მა სა­კუ­თა­რი და” – ვინ არის დ.ს., რომელსაც ვახო სუთიძის დაჭრა ედება ბრალად

”მან ქამ­რით სცე­მა სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი. ასე­ვე სცე­მა სა­კუ­თა­რი და” - ვინ არის დ.ს., რომელსაც ვახო სუთიძის დაჭრა ედება ბრალადრამდენიმე დღის წინ, ვე­რა­ზე მო­დის კრი­ტი­კო­სის დალი ჩი­ტა­ლა­ძის 39 წლის ვაჟი, ის­ტო­რი­კო­სი ვახო სუ­თი­ძე დაჭ­რეს. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სუ­თი­ძეს თავს სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში და­ეს­ხა და ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეს მყო­ფი დ.ს. უკვე და­ა­კა­ვა.

”ამბები” ვახო სუ­თი­ძის ად­ვო­კატს, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

მარიამ კუბლაშვილი:

– პირი, რო­მე­ლიც ვა­ხოს თავს და­ეს­ხა, სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ვა იმა­ზე, რომ ყო­ფი­ლი­ყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა და მის­თვის ბრა­ლი 48 სა­ათ­ში წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი, რად­გან არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ იპო­ვეს დანა და მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

თავ­დამ­სხმელს წი­ნას­წარ ჰქონ­და შეს­წავ­ლი­ლი ის ად­გი­ლი, სა­დაც ვახო სუ­თი­ძეს თავს და­ეს­ხა. სწო­რედ ამი­ტომ შიდა კა­მე­რებ­ში არა­ფე­რი ჩანს. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გარე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ აე­დევ­ნა ის ვა­ხოს და ექ­სპერ­ტი­ზაც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა.

– თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი რას ამ­ბობს?

– თა­ვად და­ნა­შაულს არ აღი­ა­რებს. ამ­ბობს, რომ ვა­ხოს ჩუ­მად გაჰ­ყვა, მაგ­რამ თავ­დას­ხმის ფაქტს უარ­ყოფს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ქამ­რით სცე­მა სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი. ასე­ვე სცე­მა სა­კუ­თა­რი და, სამი დღით ადრე უმი­ზე­ზოდ ჩა­არ­ტყა ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სანს. მას პი­რო­ბი­თი აქვს, რად­გან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და დარ­ღვე­უ­ლი. რო­გორც ვი­ცით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი დის ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­უ­წე­რეს.

– გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თუ ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა?

– შე­საძ­ლოა ასეც იყოს და ეს თუ და­დას­ტურ­დე­ბა, მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ პა­ტიმ­რო­ბი­დან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვი­თხოვთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას და ვნა­ხოთ, რა პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა.

ამ კუ­თხით ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა… თუ და­უდ­გინ­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ერთი წლით გა­და­იყ­ვა­ნენ, რა­ღაც წამ­ლებს მის­ცე­მენ, და­ამ­შვი­დე­ბენ, შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და თუ წა­მალს არ და­ლევს, ისევ იგი­ვეს ჩა­დე­ნის საფრ­თხეა. მამა გი­ორ­გის ჩვე­ნე­ბა დევს საქ­მე­ში, ყვე­ლამ იცის, ვინც არის ეს კაცი. სა­კუ­თარ დაზე ძა­ლა­დობ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დო­ნე­ზე მი­იყ­ვა­ნა და, რო­მელ­მაც უჩივ­ლა? სა­ში­ში და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნია.

– თა­ვად ვახო სუ­თი­ძე რო­გორ არის ახლა?

– ვახო კარ­გად არის. კარ­გი ექი­მი შეხ­ვდა, მაგ­რამ კი­დევ ერთი რამ მინ­და ვთქვა, როცა და­უ­გეგ­მა­ვი ინ­ცი­დენ­ტის გამო ჯან­მრთე­ლო­ბა გი­ზი­ან­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო არა­ნა­ირ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს. ქუ­ჩა­ში თუ შემ­თხვე­ვით სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბიც ოჯახ­მა უნდა გა­წი­ოს.

ვა­ხოს ვინც იც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რო­გო­რი წე­სი­ე­რი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია, სწო­რედ ამი­ტომ აირ­ჩია ის თავ­დამ­სხმელ­მა. ვახო იხ­სე­ნებს, რომ იმ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში როცა და­ი­ნა­ხა, მას აკ­ვირ­დე­ბო­და. უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ჩუმი ადა­მი­ა­ნია. ვა­ხოს წი­ნი­დან რომ დახ­ვედ­რო­და, შე­საძ­ლოა, მო­ეკ­ლა. ამ ინ­ცი­დენ­ტით ოჯახს ფი­ზი­კუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნიც მი­ად­გა.

ამბები