თბილისში დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლი, ვახო სუთიძე, დაჭრეს – წირვიდან გამოსულს მამაკაცმა ზურგში დანა ჩაარტყა

თბილისში დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლი, ვახო სუთიძე, დაჭრეს - წირვიდან გამოსულს მამაკაცმა ზურგში დანა ჩაარტყათბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

იურისტ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცს ზურგიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცი დაესხა თავს.

„კვირა დღეა და წირვაზე იმყოფებოდა, იქიდან წამოვიდა სახლში. ეს ადამიანი ჩუმად გამოჰყვა და სადარბაზოში როგორც კი შემოვიდა, ჩუმად, უკნიდან, ზურგიდან დაარტყა დანა. ჭრილობა ძალიან ღრმაა, სადარბაზო სისხლით სავსეა. რაც მთავარია, ააღწია სახლამდე, ახლა ოპერაცია უტარდება,“ – განაცხადა იურისტმა მარიამ კუბლაშვილმა.

დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლი, ვახო სუ­თი­ძეა.

-გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს. ის მას მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვებ­ზე ჰყავს ნა­ნა­ხი. რო­დე­საც ჩემი შვი­ლი დი­ლით ტაძ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მას გა­მოჰ­ყვა ეს მა­მა­კა­ცი და ისე, რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მოჰყ­ვა, უკან მი­ე­პა­რა და დანა და­არ­ტყა. და­კარ­გა ბევ­რი სის­ხლი და  ოპე­რა­ცია ჩაუტარ­დეა, – გა­ნა­ცხა­და დალი ჩი­ტა­ლა­ძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.