რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე – უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდანუკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 1 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ ხო­ტი­ა­ნოვ­კა­ში მოხ­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო, მათ შო­რის იყო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ეს­პა­ნე­ლის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, “აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის” თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბაც. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­შიც. რო­გორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, 2001 წელს მუხ­რო­ვა­ნის ბაზა 7 პირ­თან ერ­თად უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ აიღო.

ის 2003 წლის 24 ივ­ნისს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ბან­დი­ტიზ­მი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამ­ნის­ტი­ი­სა და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2013 წელს სა­პა­ტიმ­რო, ორ დღე­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და­ტო­ვა.

გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რის” არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც 2013 წელს არის ჩა­წე­რი­ლი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას.

– ბა­ტო­ნო შო­თა, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შეგ­რაცხ­ეს. ვინ ხართ სი­ნამ­დვი­ლე­ში?

– სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ვარ, რო­მე­ლიც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ე­ბა, რად­გან სხვა გზა არ დარ­ჩა… მა­მით ფშავ­-ხევ­სუ­რი ვარ, დე­დით – ქის­ტი, ასე რომ, სუფ­თა კავ­კა­სი­ე­ლი გახ­ლა­ვართ. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­იწყ­ო, სო­ფელ მა­ტან­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ამო­დი­ო­და ხოლ­მე. 15 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და ეროვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკს რომ ვის­მენ­დი, ძარ­ღვებ­ში სის­ხლი მი­დუღ­დე­ბო­და. აფ­ხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომის დაწყ­ე­ბი­სას პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დით თა­ნა­ტო­ლე­ბი, მაგ­რამ მა­მამ გა­მა­ჩე­რა და ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე. ჩეჩ­ნე­თის ომ­ში აღა­რა­ვის არა­ფე­რი ვკი­თხე და მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი იქ, სა­დაც კავ­კა­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბე­დი წყდე­ბო­და. მე­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი… მიგ­ვაჩ­ნდა, რომ შე­ვარ­დნა­ძემ მოს­კო­ვი­დან დახ­ლარ­თუ­ლი გვე­ლუ­რი ინ­ტრი­გე­ბით პუტ­ჩის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­შო­რა ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თვი­თონ მოგ­ვევ­ლი­ნა ერის “მხსნე­ლად”. ვი­ნა­ი­დან მათ­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მოვ­ნა­ხე და ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით ფო­ჩი­ა­ნი კამ­ფე­ტე­ბით ვერ მო­მის­ყი­დეს, გა­და­მემ­ტერ­ნენ. მათ­თან რომ მე­თა­ნამ­შრომ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბო­და. რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, ოფი­ცი­ა­ლურ ენა­ზე კრი­მი­ნა­ლი ჰქვი­ა, ჩვენ­თვის კი ომი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მტრებ­თან. იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნა­დავ­ლი სა­კუ­თარ ჯი­ბე­ში კი არა, სა­ერ­თო ფონ­დში მი­დი­ო­და და კავ­კა­სი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში იხარ­ჯე­ბო­და. ამათ­თვის მე ვი­ყა­ვი კრი­მი­ნა­ლი, მაგ­რამ ჩვენ რომ გაგ­ვე­მარ­ჯვა, მა­შინ ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

– თქვენს სა­ხელს უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა… ეს არ ნიშ­ნავს კრი­მი­ნალს?

– ნათ­ქვა­მი­ა, “მგელს მგლო­ბა დას­წა­მეს და ტუ­რამ ქვე­ყა­ნა და­აქ­ცი­ა­ო”. არ ვამ­ბობ, რომ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი ვარ, მეც უამ­რა­ვი შეც­დო­მა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა მაქვს, მაგ­რამ ცი­ლის­წა­მე­ბა ძნე­ლი ასა­ტა­ნი­ა. ბევრ უღირს საქ­ცი­ელს მწა­მე­ბენ. ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას აპი­რებ­დნენ და მრა­ვალ­ჯერ სცა­დეს ჩე­მი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ამას კონ­კრე­ტუ­ლად კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ის “რკი­ნის კა­ცი”, ჯარ­თში რომ ჩა­ა­ბა­რეს, ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძე და სხვე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მათ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიწყ­ვეს თავ­დას­ხმა. ყვე­ლა­ფერს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნუგ­ზარ სა­ჯაია კუ­რი­რებ­და სა­ტა­ნა შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით.

– გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვენ ქარ­თვე­ლე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და ქის­ტე­ბის­გან 100-კა­ცი­ა­ნი ბან­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ, რო­მე­ლიც გა­სა­ტა­ცე­ბელ ადა­მი­ან­თა კან­დი­და­ტუ­რებს არ­ჩევ­და და წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მით მოქ­მე­დებ­და. თქვენს სა­ხელს უკავ­ში­რებ­დნენ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბა­საც.

– ეს არის კლა­სი­კუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და ბინ­ძუ­რი ჭო­რი, თქვენს ენა­ზე – შა­ვი პი­ა­რი. შე­იძ­ლე­ბა ღრმად მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ღმერ­თი ნამ­დვი­ლად მწამს. მე­ო­რეც, ვარ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი. ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა უღირს საქ­მი­ა­ნო­ბად მი­მაჩ­ნია და სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით გამ­დიდ­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბის აწყ­ო­ბა არც არა­ვის შერ­ჩე­ნი­ა. ვფი­ცავ, ნარ­კო­ტი­კებ­თან არც პირ­და­პი­რი, არც ირი­ბი შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნი­ა, თუმ­ცა იყო ამის შან­სი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. მქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ­კი მო­ვინ­დო­მებ­დი, ეს­კო­ბა­რი­ვით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას მარ­ტო ღმერ­თის ში­შით არ გა­ვა­კე­თებ­დი. მე­ო­რეც – ხალ­ხის მრცხვე­ნი­ა, რწმე­ნაც მაქვს და სინ­დი­სიც. ვინც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, მათ ომი გა­მო­ვუცხ­ა­დე. იმათ კი ჩე­მი “გა­სა­ღე­ბა” გა­ნიზ­რა­ხეს, რა­შიც ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ასე რომ, ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­თან მტრო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს. არც რო­მე­ლი­მე სპეც­რაზ­მის წევ­რი ვყო­ფილ­ვარ, თუ­კი რა­ი­მე მოწ­მო­ბა მქო­ნი­ა, ყვე­ლა ყალ­ბი იყო და ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მჭირ­დე­ბო­და.

მარ­თა­ლი­ა, რომ მქონ­და უშიშ­რო­ე­ბის ოფიც­რის მოწ­მო­ბა, შსს-ს მა­ი­ო­რიც ვი­ყა­ვი და კა­პი­ტა­ნიც, მაგ­რამ ამ “წო­დე­ბებს” მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­სატყ­უ­ებ­ლად ვი­ყე­ნებ­დი. გა­ტა­ცე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხიც ვა­გე – ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტი ყვე­ლა­ზე მკაცრ პი­რო­ბებ­ში, სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ჯე­ქი ცხო­ვე­ლი­ვით, მზე არ მი­ნა­ხავს და ჰა­ე­რი არ მი­სუნ­თქი­ა, დღე იყო თუ ღა­მე, ვერ ვი­გებ­დი, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა და მხო­ლოდ ღმერ­თის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი. დრო­ზე მოგ­ვის­წრო ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თო­რემ იქი­დან ცოცხ­ა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი. გა­რეთ ყოფ­ნი­სას ბევ­რჯერ სცა­დეს ჩე­მი მოკ­ვლა, თავს მეს­ხმოდ­ნენ, ხან მა­ფეთ­ქებ­დნენ, ბო­ლოს ედუ­არდ ამ­ბრო­სი­ჩის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მომ­წამ­ლეს და ორი­ვე თირ­კმელ­გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­წოლს მი­ვე­ჯაჭ­ვე, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მქონ­და, 6 თვე ცოცხ­ალ­-მკვდა­რი ვეგ­დე, წე­სით და რი­გით, ცოცხ­ა­ლი არ უნ­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

– გა­ტა­ცე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ და­გის­რუ­ლე­ბი­ათ. რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დით “მსხვე­რპლს”?

– სი­მარ­თლე გითხ­რათ, მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი არა­სო­დეს და­მირ­ღვე­ვი­ა. რა­საც ჰქვია კავ­კა­სი­უ­რი ტრა­დი­ცია და შა­რი­ა­თი, ყო­ველ­თვის წმინ­დად ვი­ცავ­დი. ვი­საც ვი­ტა­ცებ­დით, ისი­ნი ან აფე­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, ან ნა­ძი­რა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხის გა­სატყ­ა­ვებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ. ისეთ ხალ­ხს ვარ­ჩევ­დით, რომ­ლე­ბიც არც კა­ნონ­თან იყ­ვნენ სუფ­თა და არც კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ. არც ერ­თი მათ­გა­ნი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი არ ყო­ფი­ლა. ამას გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა არა­ვის შე­უ­რაცხ­ვყოფ­დით, არც ვა­წა­მებ­დით. ვა­ტა­რებ­დით სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კი “კავ­კა­სი­ის ფონ­დში” მი­დი­ო­და.

– 2000 წელს დუ­ი­სი­დან “წი­თე­ლი ჯვრის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბას­თან რა სა­ერ­თო გქონ­დათ?

– ისი­ნი ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, არ­ბი ბა­რა­ე­ვის ჯგუ­ფის ნარ­ჩე­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს და გა­მო­სას­ყიდს – 2 თუ 3 მი­ლი­ონს ითხ­ოვ­დნენ. ბა­რა­ე­ვის ერ­თ-ერ­თი ძმა, ჩე­მი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი, ჩემ­თან ვალ­ში იყო. ჩეჩ­ნე­ბი ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სი­მარ­თლე რომ გითხ­რათ, ცუ­დი თვა­ლით უყუ­რებ­დნენ, მი­სი წევ­რე­ბი ჯა­შუ­შე­ბად მი­აჩ­ნდათ, რომ­ლე­ბიც “წი­თელ ჯვარს” იმი­ტომ იყ­ვნენ ამო­ფა­რე­ბუ­ლი, იმუ­ნი­ტე­ტი და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია რომ ჰქო­ნო­დათ. მა­თი ახ­სნით, ისი­ნი იყ­ვნენ მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­დნენ და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­დნენ. ჩეჩ­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს ორი მა­მა­კა­ცი და ერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც დიდ­გვა­რო­ვა­ნის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. ჩეჩ­ნე­ბი გამ­წარ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, მათ დავ­ხო­ცავთ და ძაღ­ლე­ბი­ვით გა­დავ­ყრი­თო, მაგ­რამ მე შე­ვა­ჩე­რე, ვუთხ­ა­რი, ამით სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტამ­დეც მი­ვი­დეთ, რა­ტომ უნ­და ვე­გო­ნოთ ყვე­ლას ტე­რო­რის­ტე­ბი და მო­ვექ­ცეთ იზო­ლა­ცი­ა­ში, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის გვერ­დში დგო­მა გვჭირ­დე­ბა-­მეთ­ქი.

ჩეჩ­ნებ­მა მითხ­რეს, ესე­ნი მა­ინც უნ­და მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა, შენ გჩუქ­ნით და რო­გორც გინ­და, ისე მო­ი­ქე­ცი­ო. შე­ვარ­დნა­ძეს და მის ძა­ლო­ვა­ნებს შე­ვუთ­ვა­ლე, ამ ხალ­ხს თმის ღე­რი არ ჩა­მოუ­ვარ­დე­ბა, გა­მო­სას­ყი­დის გა­რე­შე ჩა­გა­ბა­რებთ, თქვენ კი მე და ჩემს ხალ­ხს – 5 კაცს ძებ­ნა შეგ­ვი­ჩე­რეთ და სა­მარ­თლებ­რი­ვად რაც და­მიმ­ტკიც­დე­ბა, იმა­ზე ვა­გებ პა­სუხს-მეთ­ქი (შო­თა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი 1997 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და – ნ.ფ.). აკი გითხ­ა­რით, ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი და რო­გორც ცო­ფი­ან მგელს, ისე დამ­დევ­დნენ. არც მწვა­დი დავ­წვი, არც შამ­ფუ­რი, ჩეჩ­ნე­ბიც ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და ჩვე­ნი ძებ­ნაც შე­ვა­ჩე­რე­ბი­ნე. გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბიც მად­ლი­ე­რე­ბი წა­ვიდ­ნენ და შე­ვარ­დნა­ძე­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა.

– იმა­ვე წელს ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეთ და მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის მი­ერ 2 მლნ დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა.

– დი­ახ, ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მე გა­ვი­ტა­ცე და ამის­თვის სას­ჯე­ლიც მო­ვი­ხა­დე. მა­შინ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ­დი და ვე­რა­ფე­რი მათ­ქმე­ვი­ნეს. მათ­თვის ზედ­მე­ტად ხმა არა­ვის გა­უ­ცი­ა. გა­ვი­ტა­ცე ასი­რი­ე­ლი ხო­შა­ბა­ე­ვი და ებ­რა­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მა­ნა­შე­რო­ვი. თუმ­ცა ჩე­მი საქ­მე რომ ნა­ხოთ, მას­ში უამ­რა­ვი ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი, რაც არ ჩა­მი­დე­ნია – მა­გა­ლი­თად, ბან­კის ინ­კა­სა­ტო­რებ­ზე თავ­დას­ხმა, ვი­ღაც ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი, თუ­კი რა­ი­მე მომ­ხდა­რა, მე მო­მა­წე­რეს. აქ­ლე­მი­ვით მტვირ­თავ­დნენ საქ­მე­ე­ბით და ფიქ­რობ­დნენ, აი­ტან­სო. ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მშრა­ლად გა­მო­ვიდ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი მე ამ­კი­დეს. ვფი­ცავ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან და კა­ხა თარ­გა­მა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნი­ა. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მათ­ზე მე­მუ­შა­ვა ან ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­მე­მა­რა­გე­ბი­ნა ვინ­მე. ჩემ­თვის სა­ხე­ლი და ღირ­სე­ბა იყო ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­გლი­სელს, პი­ტერ შო­უს (“აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის” თავ­მჯდო­მა­რე), რომ­ლის გა­ტა­ცე­ბის დაბ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბაც იყო, მას­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მსმე­ნი­ა, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, უკ­ვე მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი.

– ბა­ტო­ნო შო­თა, ვეფ­ხია მარ­გოშ­ვილ­თან რა­ტომ და­გე­ძა­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა? არ­სე­ბობ­და ეჭ­ვი, რომ მის აფეთ­ქე­ბას­თან გქონ­დათ კავ­ში­რი.

– ადა­მი­ანს მი­პარ­ვით არა­სო­დეს მოვ­კლავ­დი, მო­საკ­ლა­ვი თუ იყო, მი­ვი­დო­დი პი­რის­პირ, თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დავ­დი და ამას ისე გა­ვა­კე­თებ­დი. იცით, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში? ვინც დი­დი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტიკს ყი­დის, მარ­გოშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად შეკ­რუ­ლია ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებ­თან. ეს ან ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ხდე­ბა და “ბა­რი­გა” მა­თი აგენ­ტი­ა, ან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და იმ ფულს ერ­თმა­ნეთ­ში “ტე­ხა­ვენ”. ამ ბიზ­ნე­სის უკან უფ­რო უშიშ­რო­ე­ბა იდ­გა, ვი­ნა­ი­დან ია­რაღს და ნარ­კო­ტიკს ის კუ­რი­რებ­და, უმა­გა­თოდ იქ რა მოხ­დე­ბო­და, რო­ცა სა­მი ნარ­კო­მა­ნი­დან ორი მა­თი აგენ­ტი იყო? სა­ხელ­მწი­ფოს და ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებს, თუ მო­ინ­დო­მებ­დნენ, ორ თვე­ში შე­ეძ­ლოთ აღეკ­ვე­თათ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა. მარ­გოშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ან რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს, ან ქარ­თულ­მა, ან ორი­ვემ ერ­თად. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მე არ მე­ხე­ბო­და. ეტყ­ო­ბა, მარ­გოშ­ვი­ლი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და და მო­ი­შო­რეს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას მე­რე და­ი­ძა­ბა, რაც მან ჩე­მი ძმად­ნა­ფი­ცის ბი­ძა მო­ი­ტა­ცა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და უკა­ნაც და­ი­ხი­ა. სა­დაც მე ვი­ყა­ვი, იქ მა­თი ად­გი­ლი არ იყო, ჩემ­ზე წინ არ მი­დი­ოდ­ნენ. მათ თა­ვი­ან­თი სეგ­მენ­ტი ჰქონ­დათ, მე – ჩე­მი.

– პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვა­ლი ჰქონ­და.

– პეტ­რე არც ჩე­მი მე­გო­ბა­რია და არც მი­სი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დი­დი ინ­ტრი­გე­ბი – ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხ­რიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კო­ტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კა­ცი. კა­ხა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა “სას­ტავ­მა” კო­ტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუთხ­ა­რი, ეს კა­ცი ჩე­მი სტუ­მა­რია და თუ რა­მე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ­-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კო­ტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კო­ტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მი­ერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცი­ა. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერ­თ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნ­და “დაგ­ვეთ­რი­ა”, უფ­რო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მე­რე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბი­ჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ა, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წი­ა. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცი­ა, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუთხ­ა­რი, წა­დი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქ­ვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვითხ­რა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გა­მო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბი­ა, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს.

ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კო­ტე ცი­ხის­თავს ვუთხ­ა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდ­გა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვიწყ­და. არ მინ­დო­და მას­ში ეჭ­ვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მე­რე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უწყ­ო, შემ­დეგ იმ ქალს და­უწყო “ჩა­ლი­ჩი”, მა­თი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ­-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

– რა იყო ძა­ლო­ვა­ნე­ბის მი­ზა­ნი?

– ეს ამ­ხე­ლა კა­ცი რომ ამ­კი­დეს, მივ­ხვდი, მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გა იყო, რო­მელ­შიც ჩაგ­ვით­რი­ეს და ბრმა ია­რა­ღად უნ­დო­დათ ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას მა­ლე მივ­ხვდი, ჩვენ არც გა­მო­სას­ყი­დი მოგ­ვითხ­ო­ვი­ა. იმათ ჩე­მი ძმა ჰყავ­დათ და­ჭე­რი­ლი არა­კა­ცუ­რად – ერ­თი ძმა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს და მო­მიკ­ლეს, მე­ო­რე ძმა მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე მო­დი­ო­და, ვი­თომ კო­რი­დო­რი მის­ცეს და და­ი­ჭი­რეს.

რად­გან ასე ვე­რა­გუ­ლად და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ვუ­ყე­ნე, ჩე­მი ძმა გა­მო­უშ­ვით და პეტ­რეს გად­მოგ­ცემთ-მეთ­ქი. გა­უშ­ვეს და მეც გა­ვუშ­ვი. ეს იყო და ეს. პეტ­რეს ნარ­კო­მა­ნო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ ის სპორ­ტსმე­ნი კა­ცი იყო და სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ო­და, არც არა­ვის ვა­ლი ჰქო­ნი­ა, ეს იყო ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. მგო­ნი­ა, ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­ცა­ა, ჩემ­თვის ხე­ლი არ და­უ­დი­ა, არც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ა, მეც ჩე­მი მხრივ, მი­სი ღირ­სე­ბა და­ვი­ცა­ვი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე გა­ვარ­კვი­ეთ.

– 2001 წლის მუხ­რო­ვა­ნის პირ­ველ ამ­ბო­ხე­ბას­თან რა კავ­ში­რი გქონ­დათ?

– მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზა ჩე­მი 7 კა­ცით უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ ავი­ღე, მე­თა­უ­რე­ბი და­ვატყ­ვე­ვე, ია­რა­ღის საწყ­ო­ბე­ბი ხელ­ში ჩა­ვიგ­დე და ბა­ზა გია კრი­ა­ლაშ­ვილს და კო­ბა ოთა­ნა­ძეს გა­და­ვე­ცი. ისი­ნი ვაჟ­კა­ცი და პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რა­თა ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­­სუ­ლი­ყო სა­თა­ვე­ში. მე იქ არა­ფე­რი მნდო­მი­ა, არც ფუ­ლის გა­მო გა­მი­კე­თე­ბია რა­მე. მე­რე იცით, იქ რა მოხ­და? შე­მო­ვი­და ოთა­ნა­ძი­სა და კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და შე­ვარ­დნა­ძეს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს, შე­ვარ­დნა­ძე ორი­ვეს მო­ე­ლა­პა­რა­კა, კრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შედ გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 თუ 20 მი­ლი­ო­ნით გა­უ­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი, მათ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, ჯო­ხი კი ჭი­ჭი­აშ­ვილ­ზე გა­დატყ­და, მე გა­მო­ვე­დი ქვეყ­ნის მტე­რი.

– ამ­ბო­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნაია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა­ო. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

– რა­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნი­ა, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხ­ო­ნოს, უფ­რო მო­მა­ვა­ლი “ნა­ცე­ბის” ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძი­რი რომ გა­მო­ეთხ­ა­რათ და მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მი­სი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნი­ა, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს.

კვირის პალიტრა