იურგენ კლოპი: ”ფირმინო ნამდვილი ჯადოქარია”

იურგენ კლოპი: ”ფირმინო ნამდვილი ჯადოქარია”ლივერპულმა სტუმრად ვულვერჰემპტონი დაამარცხა ანგარიშით 2:1 და გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 84-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა. მატჩის შემდეგ კლოპმა შეაქო თავისი ფორვარდი და თქვა რომ ფირმინო ნამდვილი ჯადოქარია:

”ძალიან რთული თამაში გამოდგა და ვულვერჰემპტონმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ ყველა წინააღმდეგობა დავძლიეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ამაში მთავარი წვლილი რობერტო ფირმინოს მიუძღვის, რომელიც ნამდვილი ჯადოქარია. როდესაც ის მოედანზეა, ყოველთვის გაქვს იმედი”.