“არ მჯერა, ამ ყველაფრის დაწერა რომ მიწევს” – ბათუმში ავარიაში დაღუპული 28 წლის მინდია შავაძეა

"არ მჯერა, ამ ყველაფრის დაწერა რომ მიწევს" - ბათუმში ავარიაში დაღუპული 28 წლის მინდია შავაძეა14 მა­ისს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­თან უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და. ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ოთხი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, რის შე­დე­გა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო – მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს და დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბა­თუ­მე­ლი ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი მინ­დია შა­ვა­ძეა. 28 წლის ახალ­გაზ­რდას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი ბა­თუ­მი შეძ­რა. ტრა­გე­დი­ის გა­აზ­რე­ბა უჭირთ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც მინ­დია შა­ვა­ძეს ხა­ლი­სი­ან და პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ.

“სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, საყ­ვა­რე­ლი ბიჭი, სული გული ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბი­სა… იუ­მო­რის და სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რი… ძა­ლი­ან გვეტ­კი­ნა გული ყვე­ლას… ნა­თე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა ჩვე­ნო მინ­დო… და დიდი გამ­ძლე­ო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა ჩვენს სო­ფოს”

“დაგვტო­ვა ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­ურ­მა, თბილ­მა და კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ… ნა­თე­ლი იმ­ქვეყ­ნი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის წევ­რებს… არ მჯე­რა, ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რა რომ მი­წევს”

“გარ­და­იც­ვა­ლა მინ­დია შა­ვა­ძე… კე­თი­ლო თბი­ლო ძა­ლი­ან მძი­მეა უშე­ნო­ბა, სი­ცო­ცხლით სავ­სე, რო­გორ ნა­ად­რე­ვად გა­მოგ­ვაკ­ლდი. ვე­რა­სო­დეს და­გი­ვი­წყებთ შენ და შენს მიერ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­ებს, ყვე­ლას­თვის გულ­კე­თი­ლი და გულ­მარ­თა­ლი რომ იყა­ვი. სი­ტყვებ­მა ძალა და­კარ­გეს რა უნდა თქვას ადა­მი­ან­მა… ძნე­ლია შენი სა­ხე­ლის წარ­სულ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა, ყვე­ლას ტკი­ვი­ლი­ა­ნი კვა­ლი და­უ­ტო­ვე გულ­ში. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი იყა­ვი, და­უს­რუ­ლებ­ლად ისა­უბ­რებს მას­ზედ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კი ოდ­ნავ მა­ინც ქონ­და შე­ხე­ბა მას­თან…. ყვე­ლა­ნი მწა­რედ გა­ნიც­დი­ან შენ და­კარ­გვას. დაე, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სიყ­ვა­რულ­მა, მო­ნატ­რე­ბამ და ლოც­ვამ, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული. ღმერ­თმა და­გიმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ,” – წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტრა­გე­დი­ით შეძ­რუ­ლი ბა­თუ­მე­ლე­ბი.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ამბები