ბათუმში ბმვ 3 მანქანას დაეჯახა

ბათუმში ბმვ 3 მანქანას დაეჯახაბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მომავალი ბმვ-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავარი