ტვ პირველის ჟურნალისტი, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ვიკა ბუკიაა, დეპუტატ გოგიჩაიშვილის ცოლი

ტვ პირველის ჟურნალისტი, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ვიკა ბუკიაა, დეპუტატ გოგიჩაიშვილის ცოლიტვ პირველის ჟურნალისტი, რომელსაც კოვიდ 19  დაუდასტურდა, ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკიაა.

კოვიდ 19 დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსაც დაუდასტურდა.

მომხდარზე ვიკა ბუკიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.”

განცხადება ინგა გრიგოლიამაც გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილი ორშაბათს იმყოფებოდა სტუმრად “ტვ პირველში” მაია მამულაშვილთან, იგივე გადაცემაში იყო სტუმრად “ევროპული საქართველოს” წევრი, ოთო კახიძეც.