“1 ბიჭია, ნიღაბი არ უკეთია, თოფი ისროლა, დაწექით, ძარცვააო” – რას ყვება საქართველოს ბანკის თანამშრომელი

"1 ბიჭია, ნიღაბი არ უკეთია, თოფი ისროლა, დაწექით, ძარცვააო" - რას ყვება საქართველოს ბანკის თანამშრომელიზუგდიდში, ბანკის თანამშრომელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აყვანა, ამბობს, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ბანკში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე თქმით, თავდამსხმელი ნიღბის გარეშეა:

1 შეიარაღებული შეიჭრა, რამდენადაც მახსოვს თოფი აქვს, გაისროლა რამდენჯერმე. ვიდექი აპარატთან, კლიენტს ვემსახურებოდი, გვითხრა, რომ დაწექით ძარცვააო.არც ვიცი გარეთ როგორ გამოვედი, ალბათ კლიენტს ვემსახურებოდი და იმან გამომიყვანა, ნიღბის გარეშეა – ამბობს ბანკის თანამშრომელი .
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში დაყაჩაღების მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ამ დრომდე უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.
 მთავარი