“2 შეიარაღებულ კაცს 30 მძევალი ჰყავს” – სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში

"2 შეიარაღებულ კაცს 30 მძევალი ჰყავს" - სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრშიზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის გამო სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

“კურიერი” ბანკის ერთ-ერთ კლიენტს ესაუბრა, რომელსაც თავდამსხმელებმა შენობის დატოვების უფლება მისცეს. ასაკოვანი ქალის თქმით ის შეუძლოდ გახდა. მისი ინფორმაციით, ბანკში 2 შეიარაღებული პირია შეჭრილი და შენობაში ამ დრომდე დააახლოებით 30 ადამიანი იმყოფება.

სპეცოპერაცია “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ცენტრალურ ფილიალში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. სამართალდამცველების მიერ შენობაში მყოფი მოქალაქეების გამოყვანა მიმდინარეობს.

რუსთავი 2