მომღერალმა და ტელეწამყვანმა ლულუ კახიანმა შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“, საკუთარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
ლულუმ ლენოს შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. გაიხსენა ის ტრაგიკული დღე, როცა მისმა შვილმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.
„აპრილის თვეში ლენომ დაკარგა თავისი უახლოესი მეგობარი. ძალიან განიცადა ეს ამბავი.
მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ცხოვრება გრძელდება. ვსაუბრობდით გამოსავალზე, ლენო გამოსავალს ვერ ხედავდა.
მაისის თვეში ბათუმში წავედით რამდენიმე დღით. ეს მოხდა მაშინ, როცა ჩვენ დავბრუნდით ბათუმიდან. წინ უძღოდა კონფლიქტი მამასთან, რომელიც მისი ცხოვრების წესს უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდში სკოლასაც აცდენდა.
ამის მერე მამამისი წავიდა სტუდიაში სამუშაოდ, ჩვენ სახლში მარტო დავრჩით. ძილის წინ სხვანაირად ჩავეხუტე და მოვეფერე. ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდში ვართ-მეთქი. მეც ძალიან მიყვარხარო – მითხრა. შემდეგ წავედი და დავიძინე.
დაახლოებით 4-ის ან 5-ის ნახევარი იქნებოდა, როცა კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. კარი რომ გავაღე, დავინახე 3 მამაკაცი. მივხვდი, რომ რაღაც დასრულდა. ვერაფერი მითხრეს, ვერც შემომხედეს. ეს დუმილი იყო ყველაფრის მთქმელი. ეს ლენოს გადაწყვეტილება იყო. დანაშაულის გრძნობა ალბათ ყოველთვის მექნება.
იმ მომენტში დასაძინებლად არ უნდა წავსულიყავი. კიდევ უფრო მეტ ხანს უნდა მესაუბრა მასთან.
ხშირად ვიცვამ მის ტანსაცმელს. მაშინ მგონია, რომ ლენო ვარ. ზუსტად იცის, რომ ძალიან მაკლია და მენატრება,“ – ამბობს ლენო კახიანი.
ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის ქალიშვილი, გასული წლის ივნისში მე-9 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
პრაიმტაიმი

