ქუთაისში 19 სექტემბერს “მისო ინტელექსპრესის” გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს – ვიდეო

ქუთაისში 19 სექტემბერს "მისო ინტელექსპრესის" გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს - ვიდეო19 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ის­ში დიდი ძარცვა მოხდა. დამნაშავეებმა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­და­ფი­დან ია­ტა­კის ამოჭ­რის გზით შე­აღ­წი­ეს კომ­პა­ნია „მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სის“ ფი­ლი­ა­ლის სა­ცა­ვის ოთახ­ში, სა­დაც, ლი­თო­ნის სა­ცა­ვის კა­რის გაჭ­რით, ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ თან­ხას და ოქ­როს ნივ­თებს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.მ. ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში და­ა­კა­ვეს. ს.ჯ. კი და­კა­ვე­ბულ იქნა ქუ­თა­ის­ში, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე.

პო­ლი­ცი­ამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გ.მ.-ს პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს ნივ­თე­ბი­სა და მო­პა­რუ­ლი ფუ­ლის ნა­წი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ს.ჯ.-ს პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: 2 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი, 3,231 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“, ნა­ქურ­და­ლი ფუ­ლი­სა და ოქ­როს ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი. გ.მ.-ს მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით ჩა­დე­ნილ დიდი ოდე­ნო­ბით ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ს.ჯ.-ს მი­მართ კი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით, ასე­ვე, 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით ჩა­დე­ნილ დიდი ოდე­ნო­ბით ქურ­დო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.