დენვერი-ჰონოლულუს ბორტი ჰაერში დაიშალა და დენვერში ავარიულად დაჯდა – ვიდეო


ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოინგ 777 ფრენის დროს ნაწილებად დაიშალა. გაერთიანებული ავიახაზების თვითმფრინავი ავარიულად დენვერში დაეშვა.

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაზიანებული ძრავის ნაწილები დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

გაფრენა დენვერიდან ჰონოლულუს მიმართულებით ხორციელდებოდა.

როგორც ბორტის პირველადი დათვალიერებით გაირკვა, თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

ბორტზე 231 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

იპნ