მოკლული არასრულწლოვანის ვინაობა ცნობილია

მოკლული არასრულწლოვანის ვინაობა ცნობილიათბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია უწყების განცხადებაში.

მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულიც და დაკავებულიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა.