“მოსწავლეებმა ტუალეტის დასუფთავება გაითამაშეს” – მშობლებმა პოზიცია შეცვალეს

"მოსწავლეებმა ტუალეტის დასუფთავება გაითამაშეს" - მშობლებმა პოზიცია შეცვალესმერიისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა რადიკალურად შეცვალეს მათი პოზიცია და აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს.

“ჩვენი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს – ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, გაითამაშეს თორე არავის წაუყვანია ტუალეტის გასახეხად,” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ადგილობრივი ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მშობლებზე ზეწოლა ხდება იმისთვის, რომ გამოძიებას ჩვენებები არ მისცენ.

ნიუპოსტი