ირაკლი ჭანტურია გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა

ირაკლი ჭანტურია გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალაქართველი მსახიობი ირაკლი ჭანტურია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობას უცხოეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

მას სიმსივნე ჰქონდა და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

“ბოლოს, რაც მომწერა ფრანკფურტიდან, იყო “Schlechte Nachrichten”….ცუდი ამბებიაო… მერე დედამისის დაკრძალვაზე ვნახე ბოლოს….
რატომ? რა უსამართლობაა… ასეთი ბიჭი… უნიჭიერესი, უსაყვარლესი…
ღმერთმა გაანათლოს მისი სული. დაუჯერებელია….
ვუსამძიმრებ ოჯახს და ბატონ ტარიელს განსაკუთრებით,” – დაწერა ფეისბუქში

ზვიად კვაჭანტირაძემ.

ირაკლი ჭანტურიას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი ფილმიდან „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე.

ის იქ მათ შვილს, გიას თამაშობდა.